„უსმინეთ თბილისს“ – დედაქალაქის მერია თბილისელებს სიურპრიზს უმზადებს

© photo: courtesy of Tbilisi City Hallპროექტი "უსმინეთ თბილისს"
პროექტი უსმინეთ თბილისს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზატორების მოწოდებაა „უსმინეთ თბილისს“  სადაც არ უნდა იყოთ – სახლში, სხვადასხვა რეგიონში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. თბილისის მერია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საკარანტინო პერიოდის  შემსუბუქებას აპირებს და თბილისელებს ყოველ საღამოს, 22:00 საათზე საყვარელი მომღერლების კონცერტების მოსმენას მერიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე სთავაზობს. 

ადამიანები ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო
კორონავირუსი და საქართველო: რამდენად უსაფრთხოა სეირნობა

მოსალოდნელია, რომ პროექტის ფარგლებში შეიკრიბებიან ქართველი მუსიკოსები, შემსრულებლები და იმღერებენ მათთვის, ვინც კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფება. კონცერტების სერიის სლოგანია „დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის!“.

„დარჩით სახლში პოზიტიური განწყობით და გაატარეთ დრო საყვარელ მომღერლებთან ერთად!

სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებს თუ მომღერლებს შეუერთდებიან მთხრობელები, რომლებიც გვიამბობენ საინტერესო ამბებს ჩვენს დედაქალაქზე“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ორგანიზატორების მოწოდებაა „უსმინეთ თბილისს“ სადაც არ უნდა იყოთ – სახლში, სხვადასხვა რეგიონში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ!

თბილისური ჰანგებით ჩვენ თქვენთან მოვალთ!

26 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 77 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 10, კარანტინში იმყოფება 4055, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუქმდა სპორტული, კულტურული და სხვა მასობრივი ღონისძიებები. დაიკეტა თეატრები და მუზეუმები. მუშაობა შეწყვიტეს თბილისის ცნობილმა ღამის კლუბებმა.

ყველა ახალი ამბავი
0