16:41 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1510)
105 0 0

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოს 155 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 182 423 ადამიანს შეადგენს.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. მსახიობმა და მომღერალმა ჯარედ ლეტომ, რომელიც 12 დღის განმავლობაში უდაბნოში მედიტირებდა და გარე სამყაროსთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მხოლოდ ახლახან გაიგო ახალი კორონავირუსის პანდემიის შესახებ. ამის შესახებ ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში დაწერა.

​„ვაუ, 12 დღის წინ უდაბნოში მედიტაცია დავიწყეთ. აბსოლუტურად იზოლირებულები ვიყავით. არანაირი ტელეფონი და კომუნიკაცია. აზრზე არ ვიყავით, მსოფლიოში რა ხდება. გუშინ აბსოლუტურად სხვანაირ მსოფლიოში ჩამოვედი. იმაში, რომელიც სამუდამოდ შეიცვალა. ნამდვილად გამაოგნებელია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მეგობრები და ოჯახის წევრები მწერენ და ვიგებ რაც ხდება. იმედია, თქვენ და ყველა თქვენს გარშემო კარგად არის. თავს მოუფრთხილდით. შინ დარჩით. ყველას პოზიტიურ ენერგიას გიგზავნით“, – წერს მუსიკოსი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოს 155 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 182 423 ადამიანს შეადგენს. აქედან სულ გარდაცვლილია 7 155 და გამოჯანმრთელებულია 79 433 კაცი.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც ინფიცირებულღა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, ასე გამოიყურება: ჩინეთი — 81 052 ინფიცირებული, იტალია — 27 980, ირანი — 14 991, ესპანეთი — 9 942, სამხრეთ კორეა — 8 320, გერმანია — 7 272, საფრანგეთი — 6 655, აშშ — 4 661, შვეიცარია — 2 330, დიდი ბრიტანეთი — 1 553, ნიდერლანდები — 1 414, ნორვეგია — 1 347, შვედეთი — 1 121, ბელგია — 1 058, ავსტრია — 1 018 ინფიცირებული.

 

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1510)

მთავარი თემები