Tbilisi Jazz Festival კორონავირუსის გამო გადაიდო

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიჯაზ–ფესტივალი Koktebel Jazz Party
ჯაზ–ფესტივალი Koktebel Jazz Party - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის აფეთქების გამო საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალი გაურკვეველი ვადით გადაიდო

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ორგანიზატორებმა გადადეს რიგით 23–ე თბილისის საერთაშორისო ჯაზ–ფესტივალი, რომელიც 25–28 მარტ უნდა გამართულიყო.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 15 მარტისთვის>>

ამის მიზეზია ახალი ტიპის კორონავირუსის COVID-19 გავრცელების საფრთხე. ფესტივალის ორგანიზატორმა Eastern Promotion გაითვაისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომელმაც ახალი ვირუსი გავრცელება შეაფასა, როგორც პანდემია. ეს გადაწყვეტილება Eastern Promotion–მა შეათანხმა იმ ვარსკვლევბთან, რომლებიც ფესტივალზე უნდა ჩამოსულიყვნენ.

„შესაბამისი მოლაპარაკებები შემსრულებლებთან უკვე მიმდინარეობს და ახალ თარიღებზე ინფორმაციას ახლო მომავალში მოგაწვდით. ბუნებრივია, ფესტივალზე დასასწრები გაყიდული ბილეთები ძალაში რჩება“, – აღნიშნავენ ორგანიზტორები.

კონცერტები უნდა გამართულიყო რუსთაველის თეატრში და კლუბში Singer Jazz Club.

პირველი ჯაზ–ფესტივალი თბილისში ჯერ კიდევ 1978 წელს ჩატარდა. ტრადიცია 1998 წელს Eastern Promotions–მა აღადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0