ლიზა ბათიაშვილმა ახალი ალბომი გამოუშვა

© photo: Lisa Batiashvili / FBლიზა ბათიაშვილი
ლიზა ბათიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მევიოლინეს თქმით, ამ ალბომის ჩაწერამ მას ყველაზე ძლიერი, რთული და პირადი მუსიკალური განცდები მოუტანა.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, ახალი ალბომი City Lights გამოუშვა. ჩაწერაში მონაწილეობდა ცნობილი მომღერალი ქეთი მელუა.

„ეს იყო ყველაზე რთული, პირადი და უჩვეულო მუსიკალური მოგზაურობა, რაც ოდესმე ჩამიწერია", – წერს ლიზა ბათიაშვილი თავის Facebook-გვერდზე.

ქეთი მელუასთან ერთად ბათიაშვილის ალბომის „სტუმრები" არიან გერმანელი ჯაზ-მუსიკოსი, მესაყვირე და არანჟირების ოსტატი ტილ ბრენერი (Till Brönner), გიტარისტი მილოშ კარადაგლიჩი (MILOŠ) მონტენეგროდან, გერმანელი ვიოლონჩელისტი მაქსიმილიან ჰორნუნგი (Maximilian Hornung), ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ასევე დირიჟორი, პიანისტი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი.

ალბომი გამოვიდა გერმანულ ლეიბლზე Deutsche Grammophon. ჩანაწერში შესაძლებელია ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინის მუსიკის მოსმენა.

ლიზა ბათიაშვილი 1979 წელს დაიბადა თბილისში, მუსიკოსების ოჯახში. 1991 წელს გერმანიაში გადასახლდა ოჯახთან ერთად. სწავლობდა ჰამბურგის მუსიკალურ სკოლაში. 1995 წელს გაიმარჯვა ჟან სიბელიუსის სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსში. არის ბეთჰოვენის ფესტივალის ლაურეატი — ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი, BBC-ს პროგრამა New Generation Artists-ის გამარჯვებული; უკრავს კელნის, ლოს-ანჯელესის, სანქტ-პეტერბურგის, პარიზის, ლონდონის, ბოსტონის, ფილადელფიისა და ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრებთან.

ყველა ახალი ამბავი
0