თბილისი მხატვარ ემა ლალაევა–ედიბერიძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

© photo: Art Palace / FBევა ლალაევა–ედიბერიძე
ევა ლალაევა–ედიბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვარს სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, მისი პირველი გამოფენა მხოლოდ 2001 წელს მოეწყო თბილისში.

 

თბილისი, 11 მარტი  — Sputnik.  საქართველოს ხელოვნების სასახლში მხატვარ ემა ლალაევა-ედიბერიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა 12 მარტს გაიხსნება – ექსპოზიციაზე პუბლიკა მხატვრის 40–ზე მეტ ნამუშევარს იხილავს.

ემა ლალაევა (1904–1991) დაიბადა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის, ყოფილი ერევნის (დღეს - თავისუფლების) მოედანზე მდებარე ფოტოატელიეს მფლობელის - არკადი ლალაიანცის (ლალაევის) ოჯახში. 

პარიზი - Sputnik საქართველო
მოდილიანისთან ერთად: ქართველი მხატვრის ნამუშევრები პარიზში გამოიფინება

ლალაევა თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ–ერთი პირველი კურსდამთავრებულია. სწავლა გააგრძელა მოსკოვში დეკორატიული ხელივნების ფაკულტეტზე, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა.

1938 წელს მხატვრის მეუღლე გიორგი ედიბერიძე რეპრესიის მსხვერპლი გახდა. 1945 წელს იგი მხატვართა კავშირის წევრად მიიღეს, მაგრამ რეპრესირებული მეუღლის გამო მალევე გარიცხეს და აღარც აღუდგენიათ.

 „საკუთარ ძალებს ცდიდა მხატვრობის თითქმის ყველა დარგში: ერთდროულად მუშაობდა როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარ-დეკორატორი, მულტიპლიკატორი, კარიკატურისტი, წიგნის დიზაინერი, თეატრის მხატვარი, ტანსაცმლის დიზაინერი, ქმნიდა ექსლიბრისებს, აფორმებდა საბჭოთა ზეიმებს“, – აღნიშნავენ მუზეუმში.

მხატვრის შემოქმედებითი ფსევდონიმი იყო სახელი „ლალი“ და ძირითადად ასე აწერს ხელს ნამუშევრებს. მხატვარს სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, მისი პირველი გამოფენა მხოლოდ 2001 წელს მოეწყო თბილისში.

ყველა ახალი ამბავი
0