12:46 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (828)
5510

ირმა გიგანმა მუსიკალური ნიჭი ადრეული ბავშვობიდან გამოამჟღავნა. სულ სამი წლის იყო, როდესაც თავისი ბიძის მამუკა ჩარკვიანის კომპოზიცია სმენით ააწყო. ასე აღმოაჩინეს მშობლებმა, რომ ბავშვს აბსოლუტური სმენა ჰქონდა.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ირმა გიგანი 11 მარტს ლონდონში სოლო კონცერტს გამართავს – ბილეთები უკვე გაყიდულია.

გიგანი კონცერტს Steinway Hall-ში გამართავს და შეასრულებს პროკოფიევის, შუბერტისა და შოპენის ნაწარმოებებს.

23 წლის ირმა გიგანი მრავალი მუსიკალური კონკურსის ლაურეატია. ექვსი წლისა იყო, როდესაც იტალიაში ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა. მაშინ მონაწილეთა ასაკი 12-დან 16 წლამდე იყო განსაზღვრული, მაგრამ როდესაც გიგანის ჩანაწერები მოისმინეს, გადაწყვიტეს, რომ ის კონკურსზე დაეშვათ.

ირმა გიგანი საფრანგეთში გამართული კონკურსის ლაურეატი გახდა>>

ორი წლის შემდეგ გიგანმა შოპენის სახელობის კონკურსის პრემია მიიღო. 14 წლისა ასევე წარმატებით გამოვიდა სოლო კონცერტით მოსკოვში. 2017 წელს ის დანიაში პიანისტთა კონკურსის Aarhus Competition ლაურეატი გახდა, ხოლო 2019 წელს მეორე ადგილი დაიკავა საერთაშორისო კონკურსში Les Etoiles du Piano („ფორტეპიანოს ვარსკვლავი") საფრანგეთში.

ირმა გიგანი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია. ის ცნობილ ქართულ ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა ჯანსუღ ჩარკვიანი იყო, ბიძა ცნობილი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანია, დედა თაკო ჩარკვიანია, ხოლო მამა – ბიზნესმენი ჯონი გიგანი.

თემები:
საქართველო და კულტურა (828)

მთავარი თემები