უჩვეულო რაკურსი: თბილისში ლომერ ახვლედიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშილომერ ახვლედიანი
ლომერ ახვლედიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა ოპერატორმა დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კინემატოგრაფიაში. მის ნამუშევართა შორისაა ფილმები „ქვევრი", „სამკაული სატრფოსათვის", „ნატვრის ხე"...

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი კინოოპერატორის ლომერ ახვლედიანის იუბილესთან დაკავშირებით პარასკევს, 28 თებერვალს თბილისში მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინოაკადემიის განცხადებაში.

თენგიზ აბულაძის დაჯილდოვება ფილმისთვის „მონანიება“ - Sputnik საქართველო
თენგიზ აბულაძე - საქმით ბრძოლა და სტერეოტიპების მსხვრევა

საიუბილეო საღამოზე მაყურებელი იხილავს ვიდეორგოლს, რომელშიც შევიდა კადრები ლომერ ახვლედიანის მიერ გადაღებული ფილმებიდან. შეხვედრა კინოაკადემიის მცირე დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ლომერ ახვლედიანმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ კინემატოგრაფიაში. მის ნამუშევართა შორისაა ფილმები „ქვევრი", „სამკაული სატრფოსათვის", „ნატვრის ხე", „აურზაური სალხინეთში", „მზე შემოდგომისა", „მშობლიურო ჩემო მიწავ!", „ნატვრის ხე", „სამანიშვილის დედინაცვალი", „დონ-კიხოტი", „ბესამე", „ექსპრეს-ინფორმაცია" და სხვ. სულ დაახლოებით 50 კინონამუშევარი.

© photo: Sputnik / Sokolov / გადასვლა მედიაბანკშილომერ ახვლედიანი ქართველ რეჟისორებთან ერთად
უჩვეულო რაკურსი: თბილისში ლომერ ახვლედიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება - Sputnik საქართველო
ლომერ ახვლედიანი ქართველ რეჟისორებთან ერთად

ლომერ ახვლედიანი დაიბადა თბილისში 1934 წელს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და შემდეგ მოსკოვის კინოინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი.

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშილომერ ახვლედიანი ფესტივალ „კინოშოკის" გახსნაზე
უჩვეულო რაკურსი: თბილისში ლომერ ახვლედიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება - Sputnik საქართველო
ლომერ ახვლედიანი ფესტივალ „კინოშოკის" გახსნაზე

ლომერ ახვლედიანს მიღებული აქვს ჟიურის სპეციალური პრიზი კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე ოპერატორული ნამუშევრისთვის ფილმზე „სამანიშვილის დედინაცვალი“. არის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ფილმისათვის „ნატვრის ხე“. 2016 წელს მიიღო პრემია „თეთრი კვადრატი“ რუსეთის კინოოპერატორთა გილდიისგან „საოპერატორო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის“.

ყველა ახალი ამბავი
0