Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს

© photo: And then we danced / FBლევან გელბახიანი
ლევან გელბახიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ ლევან გელბახიანი პირველი ქართველი მსახიობი არაა, ვინც ევროპის ამომავალ ვარსკვლავთა შორის დასახელდა. 2018 წელს ევროპის ამომავალ ვარსკვლავთა ათეულში მოხვდა ირაკლი კვირიკაძეც.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. მსახიობ ლევან გელბახიანს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2020 წლის ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს.

21 წლის ქართველ მსახიობთან ერთად ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო კიდევ 9 მსახიობმა მიიღო. ლევან გელბახიანი ათეულში მოხვდა ლევან აკინის გახმაურებულ ფილში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) შესრულებული როლის გამო. 

ირაკლი კვირიკაძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კვირიკაძე: მინდა, ჩემი შვილი სრულფასოვანი ქართველი იყოს

აღსანიშნავია, რომ ლევან გელბახიანი პირველი ქართველი მსახიობი არაა, ვინც ევროპის ამომავალ ვარსკვლავთა შორის დასახელდა. 2018 წელს ევროპის ამომავალ ვარსკვლავთა ათეულში მოხვდა მსახიობი ირაკლი კვირიკაძეც რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ გეგა კობახიძის როლის შესრულებისთვის.

ლევან გელბახიანისთვის ეს არ არის პირველი წარმატება, რომელიც მას ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ხვდა – მაისში ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის ისიც დაასახელა. მოგვიანებით ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr ლევან გელბახიანი ასევე კანის კინოფესტივალის აღმოჩენად დაასახელა. 2019 წლის ნოემბერში გელბახიანი მინსკის კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაც მსახიობად დაასახელეს.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება. ლევან აკინის ფილმის პრემიერა საქართველოში 2019 წლის 8 ნოემბერს გაიმართა, რასაც წინააღმდეგობა შეხვდა ქართული ნაციონალისტური ჯგუფებისგან. ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0