14:09 05 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (769)
42 0 0

თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები გაეცნობიან ცნობილი თეატრალური რეჟისორის ცხოვრებასა და მის შემოქმედებას

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. თეატრის რეჟისორის და პედაგოგის, დიმიტრი (დოდო) ალექსიძის დაბადებიდან 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო თბილისში 24 თებერვალს გაიმართება, აცნობა „Sputnik-საქართველოს“ ორგანიზატორმა მანანა კვირკველიამ.

„ნიკასთვის" - მწერალთა სახლი საქველმოქმედო აუქციონს აწყობს >>

ღონისძიება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. აქ გამოიფინება ფოტოები სხვადასხვა სპექტაკლებიდან, რომლებზეც ალექსიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა.

სტუმრები ასევე მოუსმენენ აუდიოჩანაწერებს, სადაც კულტურის ცნობილი მოღვაწეები - რობერტ სტურუა და ვერიკო ანჯაფარიძე დიმიტრი ალექსიძეს იხსენებენ.

საღამოს დასწრება თავისუფალია.

დიმიტრი ალექსიძე 1910 წელს ტფილისელი ექიმის ოჯახში დაიბადა. პროფესიას მოსკოვის „გიტისში“ დაეუფლა. ალექსიძე აკვირდებოდა ისეთი დიდი რეჟისორების რეპეტიციებს, როგორებიც იყვნენ სტანისლავსკი, ნემიროვიჩ-დანჩენკო, რომლებიც შემდგომში მისი მხატვრული ორიენტირები გახდნენ.

1934 წელს თბილისში დაბრუნების შემდეგ, ალექსიძე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორი გახდა. ქართველი ავტორების პიესების გარდა, ახალგაზრდა რეჟისორი რუსი და საბჭოთა დრამატურგების და მსოფლიო კლასიკის ნაწარმოებებს დგამდა. 1959 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორი გახდა. პარალელურად იყო დაკავებული პედაგოგიური და პუბლიცისტური საქმიანობით.

1971 წელს ის დაბრუნდა საქართველოში უკრაინიდან, სადაც მუშაობდა და რამდენიმე სპექტაკლი დადგა, და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის თეატრის მთავარი რეჟისორი გახდა. 1984 წელს რეჟისორი გარდაიცვალა, ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

თემები:
საქართველო და კულტურა (769)

მთავარი თემები