14:35 05 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (77)
87 0 0

ფილმის მთავარ გმირ ნიკას ციხეში მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კინოთეატრებში ქართველი რეჟისორის უტა ბერიას ფილმის „უარყოფითი რიცხვების" პრემიერა 5 მარტს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„უარყოფითი რიცხვების" სიუჟეტი, რომელიც საპროდიუსერო კომპანია Magnet Films-მა გადაიღო, რეალურ მოვლენებს ეფუძნება. ის საქართველოს რაგბის კავშირისა და UNICEF-ის ერთობლივ პროექტზე მოგითხრობთ, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვანთა კოლონიაში მსჯავრდებულების მენტალური და ფიზიკური გაჯანსაღებისთვის რაგბიში მეცადინეობები დაინიშნა.

ფილმის გმირები თვითგადარჩენისთვის იბრძვიან, რამდენადაც ისინი ცხოვრობენ გარემოში, სადაც სიკეთე და განცდები სისუსტედ მიიჩნევა. მთავარ გმირ ნიკას ცეხეში მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს.

ფილმის გადაღებები პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო და იგი სამი ქვეყნის — საქართველოს, საფრანგეთისა და იტალიის კორპროდუქციას წარმოადგენს.

ფილმის გადაღებები ავჭალის ყოფილი №10 საპყრობილის ტერიტორიაზე განხორციელდა. 31 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფილმის გადასაღებად უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით Magnet Films-ს გადასცა.

წელს ევროპელი მაყურებელი უტა ბერიას ფილმს უკვე გაეცნო საფრანგეთის, იტალიის, ბელგიისა და კანის საერთაშორისო ფესტივალებზე არასაკონკურსო სექცია Market Screening-ის ფარგლებში. ახლა კი სრულმეტრაჟიან ფილმს ბერლინის 70-ე საერთაშორისო ფესტივალზე, Market Screenings-ის ბაზრობაზე CinemaxX-ში უჩვენებენ.

თემები:
ქართული კინო (77)

მთავარი თემები