11:47 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (767)
65 0 0

ბლუზის დღესასწაული ვაშლოვნის ეროვნული ნაკრძალის ექვსი ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე გაიმართება.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მსოფლიო ბლუზის ცნობილი ვარსკვლავები კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შეიკრიბებიან, სადაც 2020 წლის 18 ივლისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით რიგით მეოთხე ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

ბლუზის დღესასწაული ვაშლოვნის ეროვნული ნაკრძალის ექვსი ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე გაიმართება.

ტრადიციულ ბლუზ-ფესტივალს 18 ივლისს დეტროიტელი (აშშ) ბლუზის მომღერალი ტორნეტა დევისი გახსნის, ასევე ბლუზ-მუსიკოსი, ფესტივალის არტ-დირექტორი გია ძაგნიძე. 25 ივლისს მსმენელის წინაშე წარდგება აფროამერიკელი მუსიკოსი რონი ჰიქსი, რომელიც მღერის და ვირტუოზულად უკრავს კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. ფესტივალს სტუმრის რანგში ეწვევა ჩიკაგოს ბლუზის ვარსკვლავი შერონ ლიუისი.

ფესტივალის მესამე დღეს – 1 აგვისტოს სცენაზე გამოვა ამერიკელი მესაყვირე ბონი ფილდსი და ბლუზ-მუსიკოსი და მომღერალი უოლდო უეზერსი.

ქართველი ჯაზ-მომღერალი მაია ბარათაშვილი ფესტივალის სტუმრებისთვის 8 აგვისტოს იმღერებს.

15 აგვისტოს ფესტივალის პროგრამაშია ცნობილი ბლუზის მუსიკოსი Big Daddy Wilson ბენდის თანხლებით. ფესტივალის დასკვნით დღეს კი სცენაზე გამოვა გიტარისტი და მომღერალი კარლოს ჯონსონი, ასევე გია ძაგნიძე.

ბლუზის ფესტივალის ავტორები არიან ვიქტორ კერვალიშვილი და ნატალია კალანდაძე. ფესტივალის მიზანია ჟანრის პოპულარიზაცია, აუდიტორიის გაფართოება, საქართველოში ბლუზის ახალი თაობის მხარდაჭერა, ასევე რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდა.

თემები:
საქართველო და კულტურა (767)

მთავარი თემები