18:07 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (733)
143 0 0

ქალბატონ გიულის ჯაზი შეუყვარდა ელა ფიცჯერალდის სიმღერების წყალობით, რომლებიც პირველად რადიოში მოისმინა

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველ ჯაზ-შემსრულებელ ქალს, გიული ჩოხელს 85 წელი შეუსრულდა - დაბადების დღე მომღერალს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიულოცეს.

© photo: Sputnik / Владимир Вяткин
მომღერალი გიული ჩოხელი

„საქართველოს დამსახურებულ არტისტსა და თბილისის საპატიო მოქალაქეს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, ტალინის ფესტივალის ლაურეატის წოდება და სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“. 1967 წელს გიული ჩოხელი სოპოტის სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს 55 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის, „გრან–პრის“ მფლობელი გახდა და ევროპის საუკეთესო მომღერალთა ხუთეულში შევიდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, 1995 წელს გიული ჩოხელი წარდგა „კარნეგი-ჰოლში“, სადაც ის ცნობილი ჯაზ–კომენტატორის უილის ქანოვერის მიკროფონით დააჯილდოვეს და ამერიკულმა ფირმა „ინტერპრაისისმა“ მისი ფირფიტა „მუდამ იქნება მუსიკა“ გამოსცა.

2015 წელს თბილისის ივენთჰოლში გიული ჩოხელის საიუბილეო კონცერტი გაიმართა და მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, ხოლო 2019 წელს საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიაზე პირველი ქართველი ჯაზ-მუსიკოსი ქალი „საუკუნის პერსონად“ დასახელდა.

გიული ჩოხელმა სიმღერა სკოლის პერიოდში დაიწყო, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სკოლა-ათწლედი. ქალბატონი გიული მოიხიბლა ელა ფიცჯერალდის სიმღერებით, რომელიც რადიოში მოისმინა. გოგონამ თავად სცადა ჯაზური კომპოზიციების აწყობა, საკუთარ თავს აკომპანემენტს გიტარაზე უწევდა. 1956 წლის 31 დეკემბერს ჩოხელი პირველად წარდგა საკავშირო ტელევიზიის საახალწლო პროგრამაში. მისი სახელი მილიონობით მაყურებლისთვის ნაცნობი გახდა.

თემები:
საქართველო და კულტურა (733)

მთავარი თემები