https://sputnik-georgia.com/20200212/paata-burWulaZe-247709731.html
მეორე შალიაპინი – პაატა ბურჭულაძე 65 წლისაა
მეორე შალიაპინი – პაატა ბურჭულაძე 65 წლისაა
Sputnik საქართველო
დღეს, 12 თებერვალს დაბადების დღეს აღნიშნავს საქართველოს (და არა მხოლოდ) საუკეთესო ბანი, გამოჩენილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე. 12.02.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-02-12T12:49+0400
2020-02-12T12:49+0400
2023-08-17T19:43+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24770/66/247706677_0:384:2943:2048_1920x0_80_0_0_031adb0d3bbdf238d6fa5f989d6a9ce7.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24770/66/247706677_0:288:2799:2048_1920x0_80_0_0_7fb77284e88fe5df2ea0b787073b2592.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, მიმოხილვები, ანალიტიკა, საქართველოს სიამაყე, საქართველო
კულტურა საქართველოში, მიმოხილვები, ანალიტიკა, საქართველოს სიამაყე, საქართველო
მეორე შალიაპინი – პაატა ბურჭულაძე 65 წლისაა
12:49 12.02.2020 (განახლებულია: 19:43 17.08.2023) დღეს, 12 თებერვალს დაბადების დღეს აღნიშნავს საქართველოს (და არა მხოლოდ) საუკეთესო ბანი, გამოჩენილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.
მას შესრულებული აქვს გოდუნოვისა და დოსიფეის პარტიები მუსორგსკის ოპერებში „ბორის გოდუნოვი" და „ხოვანშჩინა", ვერდის „დონ კარლოსში" – მეფე ფილიპის პარტია და ა.შ.
ერთ-ერთ ინტერვიუში ბურჭულაძემ აღიარა, რომ თავის წარმატებას შემთხვევას უნდა უმადლოდეს. ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შემდეგ ახალგაზრდა შემსრულებელი „კოვენტ-გარდენში" მიიწვიეს. სწორედ შემთხვევამ შეახვედრა ის სცენაზე თავად ლუჩანო პავაროტის.
ბურჭულაძის დებიუტი ვერდის „აიდაში" შედგა. ასე დაიწყო მისი საერთაშორისო კარიერა. მალე კი გამოჩენილი ავსტრიელი დირიჟორი ჰერბერტ ფონ კარაიანი პაატა ბურჭულაძეს „მეორე შალიაპინს“ უწოდებს.
ბურჭულაძე კეთილი ნების ელჩია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. სამშობლოში დააარსა საქველმოქმედო ფონდი „იავნანა", რომელმაც მთელ საქართველოში არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა და ასობით ოჯახს თავშესაფარი მისცა.
საინტერესოა, რომ მომღერალი ერთნაირად უბადლოდ ასრულებს როგორც კლასიკურ, ისე საესტრადო კომპოზიციებს.
ერთხელ მომღერალმა აღიარა: „მნიშვნელოვანია დაიჭირო და ხელიდან არ გაუშვა იღბალი – კარგად იმღერო საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე".