ლეგენდარული ამერიკული დისკო-ჯგუფი Nile Rodgers & CHIC საქართველოში კონცერტს გამართავს

© photo: AFP 2020 / MAURO PIMENTEL Nile Rodgers & CHIC
 Nile Rodgers & CHIC - Sputnik საქართველო
გამოწერა
დევიდ ბოუისთან, დაიანა როსისთან, მადონასთან და სხვა ლეგენდებთან თანამშრომლობის ფარგლებში Nile Rodgers & Chic-მა 500 მილიონამდე ალბომი და 75 მილიონზე მეტი სინგლი გაყიდა.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ლეგენდარული ამერიკული ჯგუფი Nile Rodgers & CHIC შეკვეთილში Black Sea Arenа-ს სცენაზე კონცერტს 18 ივლისს გამართავს, ნათქვამია საკონცერტო დარბაზის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ოთხშაბათს, 12 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება.

ნილ როჯერსი (Nile Rodgers) ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და ბენდ Chic-ის თანადამფუძნებელია, რომლის შემოქმედებითი კარიერაც 50 წელს ითვლის. მისი მუსიკალური კარიერის პირველი წარმატება 70-იან წლებს უკავშირდება, როდესაც ბენდთან ერთად ისეთი პოპულარული სიმღერები შექმნა, როგორებიცაა I Want Your Love, Le Freak, Dance, Dance, Dance და Good Times. მიუხედავად იმისა, რომ როჯერსი ძირითადად დისკოს და ფანკის სტილის მიმდევარი იყო, მის მიერ შექმნილმა კომპოზიციებმა პოპ-მუსიკის მომავლის განსაზღვრაში უდიდესი როლი ითამაშა.

დევიდ ბოუისთან, დაიანა როსისთან, მადონასთან და სხვა ლეგენდებთან თანამშრომლობის ფარგლებში Nile Rodgers & Chic-მა 500 მილიონამდე ალბომი და 75 მილიონზე მეტი სინგლი გაყიდა.

„დღეს Nile Rodgers & Chic-ის გავლენა თუ თანამონაწილეობა გვხვდება ყველგან, სადაც მუსიკაა – ბოლო წლებში ბენდმა Daft Punk, Sam Smith, Pharell, Disclosure და თანამედროვე მუსიკალური სცენის ბევრ საინტერესო ფიგურასთან თუ პროექტთან იმუშავა. ჯგუფის ბოლო ალბომი It's About Time 2018 წელს გამოვიდა და ის ლედი გაგასთან, ელტონ ჯონთან და დევიდ კრეიგთან კოლაბორაციებს მოიცავს", – აღნიშნულია განცხადებაში.

Black Sea Arena-ს სცენაზე სხვადასხვა წლებში გამოსულან ისეთი ლეგენდარული არტისტები, როგორიცაა ელტონ ჯონი, კრისტინა აგილერა, Scorpions, Aerosmith, ენიო მორიკონე, გორან ბრეგოვიჩი და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0