17:52 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სიამაყე (60)
117 0 0

ახალგაზრდა ტალანტი საქართველოდან მუსიკალური სცენის სხვა ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მასშტაბურ კონცერტში.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. უკრაინული მუსიკალური კონკურსის Голос.Дети გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელსაც ქართველ რობერტინო ლორეტის უწოდებენ, 8 მარტს ფილადელფიაში მონაწილეობას მიიღებს დავით ღვინიანიძის კულტურული ფონდის (The DG Cultural Center) საიუბილეო კონცერტში.

პატარა ქართველი მომღერლის ფურორი კარნეგი–ჰოლში>>

საღამოში ასევე მონაწილეობენ დავით ღვინიანიძე, ვაგო ოჰანიანი, მამუკა ჩაუშბა. შემსრულებლებს აკომპანირებას გაუწევს გენადი ვარშავსკი.

„მალე 8 მარტია და ჩვენ კულტურული ცენტრის DG (დავით ღვინიანიძე) გახსნიდან ერთი წელი გვისრულდება. ამიტომ ფილადელფიის მცხოვრებლებისთვის მსოფლიო მუსიკალური ოლიმპის ვარსკვლავების მონაწილეობით მუსიკალურ საჩუქარს ვამზადებთ", – ნათქვამია საოპერო მომღერლის Facebook-გვერდზე.

ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტი ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

ცამეტი წლის უნიჭიერესი ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელმაც ჯერ უკრაინის, შემდეგ ამერიკის, ბოლოს კი მთელი მსოფლიოს მსმენელს შეაყვარა თავი, გახდა „საუკეთესო ვაჟი შემსრულებლები ბავშვთა ხმების ისტორიაში" რეიტინგის ლიდერი.

ალექსანდრეს წარმატება უკრაინული მუსიკალური პროექტის Голос.Дети მეხუთე სეზონში გამარჯვებით დაიწყო. მოზარდს მაშინვე უწოდეს „ქართველი რობერტინო ლორეტი". ფინალში ალექსანდრემ ქართულად შეასრულა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ" და პროექტში ფურორი მოახდინა.

უკრაინის შემდეგ მისი ნიჭის შესახებ აშშ-შიც გაიგეს. ალექსანდრე წარმატებით წარდგა კარნეგი-ჰოლში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის სცენაზე და აშშ-ის კიდევ რამდენიმე ქალაქში გამართა კონცერტები.

ალექსანდრე ზაზარაშვილი ჰოლივუდში მიდის>>

2019 წლის სექტემბერში მომღერალი ნიუ-იორკის რესტორან LORD-ში წარდგა საღამოზე „შეეგებეთ ალექსანდრე ზაზარაშვილს" (Meet Alexsandre Zazarashvili), ხოლო 27 და 28 სექტემბერს – ფილადელფიასა და ნიუ-ჯერსიში კონცერტებზე The Voices of Ukraine and Georgia.

თემები:
საქართველოს სიამაყე (60)

მთავარი თემები