„ცუდი ხალხი" საქართველოდან ბერლინის დასაპყრობად მიემგზავრება

© photo: Georgian National Film Centerკადრი ფილმიდან „ცუდი ადამიანები"
კადრი ფილმიდან „ცუდი ადამიანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმს უკვე აქვს დამაჯერებელი პრიზები რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და სხვა ქვეყნებში.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. გიორგი თავართქილაძის წარმატებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს „ცუდი ხალხი" 18 თებერვალს ბერლინში აჩვენებენ, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ცუდი ხალხი" რეალურ მოვლენებს ეფუძნება. ფილმის მთავარი გმირია ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი გია, რომელიც 1991 წლის თბილისის სამოქალაქო ომის მონაწილე ხდება.

ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა ლონდონის ფესტივალზე გაიმარჯვა>>

სიუჟეტის მიხედვით, მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევი წამლის ძიებისას გია თავის თანაკლასელებს ხვდება, რომლებიც მრავალი წელია არ უნახავს. მაგრამ მალე აღმოჩნდება, რომ ძველი მეგობრები სინამდვილეში მისი მტრები გახდნენ.

პირდაპირი ტრანსლაციის კამერა - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ფილმი კანადის კინოფესტივალზე მოხვდა

ფილმის საერთაშორისო პრემიერა 2019 წლის 25 მარტს შედგა ჰონგ-კონგში გამართულ კინოფესტივალზე.

ფილმში მონაწილეობენ ვახო ჩაჩანიძე, ჯანო იზორია, მამუკა ესაძე, დიტო ცინცაძე, დავით კვირცხალია, ჯაბა პაპუაშვილი, ლაშა რამიშვილი, ბესო სოლომონიშვილი, ლევან კუხაშვილი და ა.შ.

19-წუთიანი ფილმის სცენარის ავტორები არიან გიორგი თავართქილაძე და ვლადიმერ კაჭარავა, ოპერატორი – გელა ჩინჩალაძე. ფილმის წარმოებაზე კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით მუშაობდა საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions.

ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმს დიდი წარმატებები ხვდა წილად: ლონდონის ფესტივალზე Discover Film Awards მიიღო ჯილდო „საუკეთესო საერთაშორისო დრამა", ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი" ახალ კინოფესტივალზე Nightlight Impact Awards Festival, გრან-პრი საუკეთესო ფილმისთვის თანამეგობრობის ქვეყნების მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე „მოსკოვური პრემიერა".

კანადის ფესტივალზე ქართველი მსახიობები საუკეთესოთა შორის დაასახელეს>>

მთავარი როლის შემსრულებლები ვახტანგ ჩაჩანიძე და ჯანო იზორია ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე Redline International Film Festival საუკეთესო მსახიობებად აღიარეს.

ყველა ახალი ამბავი
0