ვირსალაძის მოსწავლე სერგეი ბელიავსკი თბილისში სოლო კონცერტს გამართავს

© photo: Sergey Belyavskiy / FBსერგეი ბელიავსკი
სერგეი ბელიავსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მსოფლიოში ცნობილი ტექნიკური ბრწყინვალება", „უნიკალური ინტერპრეტაცია" – ასეთი ეპითეტებით ამკობენ პიანისტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ელისო ვირსალაძის მოსწავლე, რუსი პიანისტი, პრესტიჟული კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი სერგეი ბელიავსკი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სცენაზე 28 თებერვალს პირველად გამართავს სოლო კონცერტს საქართველოში.

საღამოზე მუსიკოსი შეასრულებს ბეთჰოვენის, პროკოფიევის, დებიუსისა და ლისტის ნაწარმოებებს.

კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი, ამიტომ ბილეთების გაყიდვიდან შესული თანხა თბილისის კონსერვატორიაში როიალების შეძენას მოხმარდება.

„მსოფლიოში ცნობილი ტექნიკური ბრწყინვალება", „უნიკალური ინტერპრეტაცია" – ასეთი ეპითეტებით ამკობენ პიანისტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სერგეიმ ფორტეპიანოზე დაკვრა 5 წლისამ დაიწყო. 10 წლისამ უკვე სოლო კონცერტი გამართა, ხოლო 11 წლისამ პირველად დაუკრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

ბელიავსკის 25 წლისას უკვე გამართული ჰქონდა კონცერტები მსოფლიოს 28 ქვეყანაში. 2005 წლიდან დღემდე ის 30-ზე მეტი კონკურსის ლაურეატი გახდა.

სერგეი ბელიავსკი მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია. სწავლობდა პროფესორ ელისო ვირსალაძის კლასში. 2016-2017 წლებში სწავლა გააგრძელა თელ-ავივში არი უორდის ხელმძღვანელობით. ამჟამად მუსიკალური სკოლა Kaleido-ს (შვეიცარია) პროფესორია.

ყველა ახალი ამბავი
0