თბილისის ჯაზ-ფესტივალი მარტში დაიან რივსს, კენი ბარონსა და სხვებს უმასპინძლებს

CC0 / Pixabay / საქსაფონი და ნოტები
საქსაფონი და ნოტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის 23-ე ჯაზ-ფესტივალს 25 მარტს რუსთაველის თეატრში ბრიტანელი ჯაზ-მუსიკოსის აიანა უიტერ-ჯონსონის კონცერტი გახსნის.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს თბილისი 25-28 მარტს, ინფორმაცია საზოგადოებისთვის სასტუმრო „რუმსში“ პროგრამის დაანონსების მიზნით ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ჭავჭავაძის სასახლე წინანდალში - Sputnik საქართველო
Jazz and Wine: ჭავჭავაძეების მამულში ღვინისა და ჯაზის მოყვარულები შეკრიბნენ

წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები არიან, როგორებიცაა: ხუთი „გრემის“ მფლობელი საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი დაიან რივსი, ჯაზის ლეგენდები კენი ბარონი, დეივ ჰოლანდი და ჯონათან ბლეიქი, ბრიტანეთის ამომავალი ვარსკვლავი, ევროპის საფესტივალო სეზონის ყველაზე მოთხოვნადი არტისტი აიანა უიტერ-ჯონსონი.

ტრადიციულად, წლევანდელ ფესტივალში ჯაზის ლეგენდებთან ერთად სხვადასხვა თაობის ქართველი ჯაზ-შემსრულებლებიც მონაწილეობენ. მსმენელის წინაშე უახლესი პროექტებით წარდგებიან გუჯა მარდინის კვარტეტი, ლუკა თოფურიას კვარტეტი, რეზო კიკნაძის სიქსტეტი და გია რაქვიაშვილის ტრიო.

თბილისის 23-ე ჯაზ-ფესტივალს 25 მარტს რუსთაველის თეატრში ბრიტანელი ჯაზ-მუსიკოსის აიანა უიტერ-ჯონსონის კონცერტი გახსნის, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე წარდგება კენი ბარონისა და დეივ ჰოლანდის ტრიო. ამავე დღეს საფესტივალო ჯაზ-საღამოს კლუბ „ზინგერში“ გუჯა მარდინის კვარტეტი დაასრულებს.

საქსოფონი - Sputnik საქართველო
საქართველოს ქალაქებში უფასო ჯაზ-კონცერტების სერია იწყება

26 მარტს, მეორე საფესტივალო დღეს კლუბ „ზინგერში“ ლუკა თოფურიას კვარტეტის კონცერტი გაიმართება, ხოლო 27 მარტს მსმენლის წინაშე რეზო კიკნაძის სიქსტეტი წარდგება.

23-ე ჯაზ-ფესტივალს 28 მარტს რუსთაველის თეატრში ლეგენდარული დაიან რივსი დახურავს, რომელიც მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება.

ბოლო საფესტივალო დღეს მეორე კონცერტიც გაიმართება – კლუბი „ზინგერი“ ამჯერად გია რაქვიაშვილის ტრიოს უმასპინძლებს.

ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ჯაზის ვირტუოზები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერ-კლასებსაც ჩაატარებენ. პირველ მასტერ-კლასს 26 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აიანა უიტერ-ჯონსონი გამართავს, ხოლო 28 მარტს რუსთაველის თეატრში სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის დაიან რივსი ღია რეპეტიციას ჩაატარებს და მომავალი ვოკალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს.

ყველა ახალი ამბავი
0