87 წლის ელდარ შენგელაიამ ახალი ფილმი გადაიღო

© photo: Sputnikელდარ შენგელაია
ელდარ შენგელაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის კვალდაკვალ ელდარ შენგელაია კიდევ ორი ფილმის გადაღებას გეგმავს, რომლებსაც საფუძვლად რეზო ჭეიშვილის ნოველები დაედება.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ქართველმა რეჟისორმა, 87 წლის ელდარ შენგელაიამ დაასრულა მუშაობა ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმზე „ჭა“, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის დახურული ჩვენებაც ამ დღეებში გაიმართა, რეზო ჭეიშვილის მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული. შენგელაია-ჭეიშვილის შემოქმედებითი დუეტი მაყურებლისთვის პირველი არ არის. ასეთია ფილმები „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, ასევე ფილმი „სამანიშვილის დედინაცვალი“.

„თუ ფულს მოვიძიებ, კიდევ ორ ფილმს გადავიღებ, რომლებიც მაისისთვის გამოვა. რაც მთავარია, სამივე ფილმში ითამაშებს პაატა მოისწრაფიშვილი, რომელიც შეკრავს მათ“, – განაცხადა რეჟისორმა.

და ჩვენ ვიცეკვეთ - Sputnik საქართველო
ლევან აკინის სკანდალურ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ აშშ-ის კინოთეატრებში აჩვენებენ

ორივე ფილმი მოკლემეტრაჟიანი იქნება და მათაც რეზო ჭეიშვილის ნოველების მიხედვით გადაიღებენ.

პაატა მოისწრაფიშვილის გარდა ფილმში მონაწილეობენ ნინელი ჭანკვეტაძე, ვასიკო ოდიშვილი, გიორგი გურგულია.

ფილმის სიუჟეტი ძველი თბილისის ერთ ქუჩაზე ვითარდება. მეზობლები უკიდურესად შეწუხებული გამორბიან ეზოში, რათა გააჩერონ მუშები, რომლებიც ჭას თხრიან.

ფილმის გადაღებები რამდენიმე დღე გაგრძელდა. მსახიობებმა აღნიშნეს, რომ პროცესი ძალზე საინტერესო იყო.

თავად შენგელაიას სიტყვებით, ფილმი პოზიტიური, ქართული იუმორითა და სიმღერებით გაჯერებული გამოვიდა.

ელდარ შენგელაიამ 87 წელი 26 იანვარს იზეიმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0