14:00 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (929)
208 0 0

მუზეუმებსა და ნაკრძალებში, შესასვლელი ბილეთების ფასების გარდა, გაიზარდა გიდების მომსახურება – ყველაზე ძვირი ექსკურსია 45 ლარი ეღირება.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთის ღირებულებები შეიცვალა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთის ღირებულებები 2020 წლის 1 იანვრიდან თითქმის 100%-ით გაძვირდა. მათ შორისაა ვარძიის, ხერთვისის მუზეუმ-ნაკრძალი და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც მოზარდებისთვის შესვლის საფასური გაორმაგდა.

მუზეუმ-ნაკრძალების მომსახურების ტარიფები ასე გადანაწილდა:

ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი:

ბილეთის ფასი: მოზრდილები - 15 ლარი;

მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) - 1 ლარი .

გიდის მომსახურება ქართულ ენაზე - 25 ლარი;

გიდის მომსახურება უცხო ენაზე - 45 ლარი.

აუდიო გიდის მომსახურება - 15 ლარი.

ვირტუალური ტური - 15 ლარი.

მიკროავტობუსის მომსახურება (1 დამთვალიერებელი ) - 2 ლარი.

ხერთვისის ციხე:

ბილეთის ფასი: მოზრდილები - 10 ლარი;

მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონრები (საქართველოს მოქალაქე) - 1 ლარი;

გიდის მომსახურება ქართულ ენაზე - 15 ლარი;

გიდის მომსახურება უცხო ენაზე - 30 ლარი.

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი:

ბილეთის ფასი: მოზრდილები - 15 ლარი;

(საქართველოს მოქალაქე) მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები - 1 ლარი .

საექსკურსიო (გიდის) მომსახურება ქართულ ენაზე: 25 ლარი; უცხო ენაზე - 45 ლარი.

საექსკურსიო (აუდიო) გიდის მომსახურება - 15 ლარი.

ვირტუალური ტური - 5 ლარი.

მიკროავტობუსის მომსახურება (1 დამთვალიერებელი ) - 2 ლარი.

გრემის მუზეუმი:

ბილეთის ფასი: მოზრდილები - 10 ლარი;

მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) - 1 ლარი;

გიდის მომსახურება ქართულ ენაზე - 15 ლარი;

გიდის მომსახურება უცხო ენაზე - 30 ლარი.

უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი:

ბილეთის ფასი: მოზრდილები - 10 ლარი.

მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) - 1 ლარი;

გიდის მომსახურება ქართულ ენაზე - 15 ლარი;

გიდის მომსახურება უცხო ენაზე - 30 ლარი.

ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი:

ბილეთის ფასი: მოზრდილები - 10 ლარი;

მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) - 1 ლარი.

გიდის მომსახურება ქართულ ენაზე - 15 ლარი;

გიდის მომსახურება უცხო ენაზე - 30 ლარი.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი:

ბილეთის ფასი: მოზრდილები - 5 ლარი;

მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) - 1 ლარი;

გიდის მომსახურება ქართულ ენაზე - 15 ლარი;

გიდის მომსახურება უცხო ენაზე - 30 ლარი.

ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი:

ბილეთის ფასი: მოზრდილები - 5 ლარი;

მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) - 1 ლარი;

გიდის მომსახურება ქართულ ენაზე - 15 ლარი;

გიდის მომსახურება უცხო ენაზე - 30 ლარი.

სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი:

ბილეთის ფასი: მოზრდილები - 5 ლარი.

მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) - 1 ლარი;

გიდის მომსახურება ქართულ ენაზე - 15 ლარი;

გიდის მომსახურება უცხო ენაზე - 30 ლარი.

ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (გეგუთის ციხე-დარბაზი):

ბილეთის ფასი: მოზრდილები - 5 ლარი;

მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) - 1 ლარი.

დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი - არმაზციხე (ბაგინეთი):

ბილეთის ფასი: მოზრდილები - 5 ლარი;

მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) - 1 ლარი;

გიდის მომსახურება ქართულ ენაზე - 15 ლარი;

გიდის მომსახურება უცხო ენაზე - 30 ლარი.

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი:

ბილეთის ფასი: მოზრდილები - 5 ლარი;

მოსწავლეები/სტუდენტები/პენსიონერები (საქართველოს მოქალაქე) - 1 ლარი;

გიდის მომსახურება ქართულ ენაზე - 5 ლარი.

საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამები:

კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს (ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, თბილისის საგანმანათლებლო სტუდია) - ბილეთის ფასი - 6 ლარი.

საბავშვო არქეოლოგია (პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი) – ბილეთის ფასი - 5 ლარი.

უფასოდ დაიშვებიან:

6 წლამდე ასაკის ბავშვები

სათანადო საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში:

• იძულებით გადაადგილებული პირები;

• ომის ვეტერანები;

• მზრუნველობას მოკლებული ბავშვები;

• სოციალურად დაუცველი პირები;

• ნებისმიერი ფიზიკური პირი:

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მათი თანმხლები პირი;

• ICOM ბარათის მფლობელები (პიროვნების საიდენტიფიკაციო სხვა დოკუმენტთან ერთად);

• „ემეგობრე მემკვიდრეობას“ წევრები.

„მომსახურების ტარიფების ცვლილებით მიღებული შემოსავლები უპირატესად მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურულ მოწყობას მოემსახურება და მათი შემეცნებითი და გასართობი ელემენტებით აღჭურვისკენ იქნება მიმართული. ამავდროულად გაზრდილი შემოსავლები სააგენტოს დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების სახელფასო განაკვეთების გაზრდაზეც იმოქმედებს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (929)

მთავარი თემები