14:29 22 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (386)
69 0 0

წერეთელმა გაეროს ჟენევის ოფისს საჩუქრად გადასცა ერთ-ერთი თავისი ნამუშევარი - უნიკალური ემალი წმინდა გიორგის გამოსახულებით

თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. ჟენევაში, გაეროს შტაბ-ბინაში პირველად გაიხსნა რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტ ზურაბ წერეთლის ნამუშევრების გამოფენა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გამოფენა გაეროს ჟენევის ოფისთან რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობისა და ჟენევის თანამედროვე ხელოვნების გალერეის (D10 Art Space) მხარდაჭერით გაიხსნა. გაეროს ჟენევის შტაბ-ბინაში მხატვრის პირადი კოლექციიდან 11 ნამუშევარია წარმოდგენილი.

„უფრო მეტი, ვიდრე სიცოცხლე“ - ზურაბ წერეთლის გამოფენა პირველად გაიმართება ლიხტენშტაინში>>

„ჩემთვის სიმბოლური და განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ პირველი გამოფენა წელს, გაეროს შექმნის 75-ე წელს, არის ზურაბ წერეთლის გამოფენა... მისი ნამუშევრები ნამდვილად წარმოადგენს საუკეთესოს თანამედროვე ხელოვნებიდან“, - განაცხადა გამოფენის გახსნაზე გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურმა დირექტორმა ტატიანა ვალოვაიამ.

აკადემიის ვიცეპრეზიდენტმა ანდრეი ზოლოტოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხატვრო აკადემია გაეროში გახსნილი გამოფენის მხარდამჭერია.

„ზურაბ წერეთელი - XX საუკუნის დიდი მხატვარი და სამხატვრო ცხოვრების ერთ-ერთი საოცრებაა. აკადემია ამ გამოფენას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს“, - აღნიშნა მან.

თავად წერეთელმა გაეროს ჟენევის ოფისს საჩუქრად გადასცა თავისი ერთ-ერთი ნამუშევარი - უნიკალური მინანქარი წმინდა გიორგის გამოსახულებით.

„თუ სურვილი გექნებათ, მზად ვარ, ასეთივე დიდი წმინდა გიორგი შევქმნა და საჩუქრად გადმოგცეთ“, - აღნიშნა წერეთელმა ვალოვაიასთვის მინანქრის გადაცემისას.

თემები:
რუსეთი დღეს (386)

მთავარი თემები