ქსენია სობჩაკი ქართული ბრენდით აღფრთოვანებულია

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიქსენია სობჩაკი
ქსენია სობჩაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუს ვარსკვლავს თავისი არჩევანი არაერთხელ შეუჩერებია ქართულ ბრენდ Dalood-ზე და ის ყოველთვის კმაყოფილი დარჩენილა.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ცნობილი რუსი ტელეწამყვანი, საზოგადო მოღვაწე და კინომსახიობი ქსენია სობჩაკი აღფრთოვანებულია ქართული ბრენდით Dalood, ამის შესახებ მან თავის Instagram-ზე დაწერა.

„სასმელი ბოლომდე დავცალეთ“ - ქსენია სობჩაკის და სვეტლანა ბონდარჩუკის ქართული უქმეები >>

ქსენია სობჩაკი ქართველი დიზაინერის, პოპულარული ბრენდი Dalood-ის დამფუძნებლის მაკა კვიციანის შავ-თეთრი კაბით გამოჩნდა. თავის Instagram-ზე მან ბრენდს „მაგარი კაბისთვის“ მადლობა გადაუხადა.

© Instagram / xenia_sobchakქსენია სობჩაკი
ქსენია სობჩაკი ქართული ბრენდით აღფრთოვანებულია - Sputnik საქართველო
ქსენია სობჩაკი

ბრენდის კოლექციებში შავ-თეთრი ფერები ხშირად გვხვდება და, როგორც ჩანს, მკაცრი ფერები სობჩაკსაც მოსწონს. ვარსკვლავი ადრეც გამოჩნდა Dalood-ის მსგავსი კაბით. მაშინ მან ასეთი პოსტი დაწერა:

„აღმოვაჩინე გასაგიჟებელი (და, გაგიკვირდებათ, ეს რეკლამა არაა) ახალი ბრენდი Dalood. ქართველები მაგრები არიან, რადგან გვასალიას „ქოსპლეის“ გაკეთებას არ ცდილობენ. აღფრთოვანებული ვარ“, – დაწერა ქსენიამ.
კენდალ ჯენერი - Sputnik საქართველო
ამჯერად კენდალ ჯენერი – დემნა გვასალიას შემოქმედებით კიდევ ერთი ვარსკვლავი დაინტერესდა

„ძალა და გამბედაობა“ – ხელოვნებისა და დიზაინის ბრიტანული კოლეჯის Central Saint Martins კურსდამთავრებული მაკა კვიციანი ასე აღწერს თავისი ბრენდის Dalood-ის ფილოსოფიას. ეს ბრენდი მოსკოვში 2014 წელს გაჩნდა.

Dalood-ის ოსტატები – ძველი თბილისური სამკერვალო სკოლის მემკვიდრეები არიან, რომელიც განუმეორებელი ოსტატობით და დახვეწილი ხელნაკეთი ნამუშევრებით იყო განთქმული. Dalood-მა კი სახელი პირველ რიგში დენიმზე (ჯინსის ქსოვილზე) თავისი საფირმო ნაქარგებით გაითქვა.

ამჟამად ბრენდი წელიწადში რამდენიმე კოლექციას უშვებს და წარმოდგენილია თბილისში, მოსკოვში, კიევსა და ნიუ-იორკში. ამ ბრენდის სამოსით უკვე გაიბრწყინეს იორდანიის დედოფალმა რანია ალ-აბდულამ და მსოფლიოში ცნობილმა მოდელმა კენდალ ჯენერმა.

ყველა ახალი ამბავი
0