02:32 28 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1914
  • 100 RUB4.6313
  • USD2.8944
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
23310

ფასტ-ფუდის იაპონელი მოყვარულები ამიერიდან ქართული სამზარეულოს კერძს დააგემოვნებენ და საქართველოს შესახებ შეიტყობენ.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. იაპონიაში სწრაფი კვების რესტორნების ქსელში „მაცუა“ ოთხშაბათიდან იყიდება ქართული კერძი – შქმერული, ნათქვამია იაპონიაში საქართველოს საელჩოს Facebook-გვერდზე.

იაპონიაში ქართული მაწვნით დაინტერესდნენ >>

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა ფილიალში, იაპონიაში კი ის დაახლოებით ათასია, გამოფენილია ბანერები, რომლებზეც გამოსახულია საქართველოს რუკა და დროშა, ასევე დატანილია მოკლე ინფორმაცია ქვეყნის შესახებ.

შქმერული – ქართული კერძია, რომლის ადგილწარმოშობას ონის მუნიციპალიტეტის სოფელი შქმერი წარმოადგენს. ეს არის შემწვარი წიწილა რძისა და ნივრის სოუსში.

მთავარი თემები