14 იანვარი ქართული თეატრის დღეა – ამ დღეს თბილისში პირველი სპექტაკლი „გაყრა“ დაიდგა

გამოწერა
თბილისში ქართული პროფესიული თეატრი საზოგადო მოღვაწეების ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის წყალობით აღორძინდა. 1879 წელს ილიას და აკაკის ხელმძღვანელობით თბილისში მოწინავე საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. 14 იანვარს საქართველოში თეატრის დღეს აღნიშნავენ. „ძველით ახალ წელს“ ქართველ თეატრალთა დღესასწაული ემთხვევა ისტორიულ თარიღს – 1850 წლის 14 იანვარს, როცა გიორგი ერისთავის თაოსნობით საქართველოში პროფესიული თეატრალური ხელოვნება დაფუძნდა.

სპექტაკლი „ალუბლის ბაღი“ - Sputnik საქართველო
გრიბოედოვის თეატრი „ალუბლის ბაღის“ განახლებულ ვერსიას წარმოადგენს

1850 წლის 14 იანვარს საქართველოს დედაქალაქ თბილისში პირველი სპექტაკლი „გაყრა“ დაიდგა. გიორგი ერისთავმა მაშინდელი გიმნაზიის, დღევანდელი თბილისის №1 სკოლის შენობაში დადგა პირველი სპექტაკლი, რომლის პიესის ავტორიცა და რეჟისორიც თავად იყო და სპექტაკლში ერთ-ერთი პერსონაჟის, სომეხი ვაჭრის როლსაც ასრულებდა.

ქართულ თეატრს შორეული ისტორია აქვს. თეატრალური ხელოვნების ელემენტებს ჯერ კიდევ უძველესი სარიტუალო დღესასწაულები შეიცავდნენ. ამას მოწმობს აღმოჩენილი საარქივო მასალებიცა და საგუნდო სიმღერებში შემორჩენილი ნაწყვეტებიც. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 30-იანი წლები) შეიქმნა საეკლესიო თეატრი და დრამა. პარალელურად ვითარდებოდა ხალხური თეატრალური სანახაობა – „ბერიკაობა”, მოგვიანებით – „ყეენობა”. მაგრამ ქართული თეატრის ისტორიაზე საუბრისას პირველად მაინც XIX საუკუნის ქართველი დრამატურგი გიორგი ერისთავი და მისი პიესა „გაყრა” გვახსენდება, რომლითაც 170 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი ქართულ თეატრს. თუმცა, საუკუნით ადრე, XVIII საუკუნის 90-იან წლებში მეფე ერეკლე II-ის სასახლესთან მოქმედებდა საერო თეატრი, სადაც ქართულთან ერთად რუსულიდან ნათარგმნი და გადაკეთებული პიესებიც იდგმებოდა. ამავე პერიოდში მუშაობას განაგრძობდა სასახლის კარის თეატრი – სახიობა, რომელსაც სათავეში დავით მაჩაბელი ედგა. მაჩაბლის დასის მრავალი მსახიობი გმირულად დაეცა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ლაშა ჩხვიმიანი - Sputnik საქართველო
25 წლის რეჟისორი და ქართული თეატრი ქალაქში, საიდანაც ახალგაზრდები აღარ გაიქცევიან

თბილისში ქართული პროფესიული თეატრი საზოგადო მოღვაწეების ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის წყალობით აღორძინდა. 1879 წელს ილიას და აკაკის ხელმძღვანელობით თბილისში მოწინავე საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია. ერთი წლის შემდეგ დრამატული თეატრი ქუთაისშიც გაიხსნა. ამ პერიოდში ქართული დრამატული თეატრების სცენებზე გამოჩნდნენ ნიჭიერი მსახიობები და რეჟისორები (ვასო აბაშიძე, ლადო მესხიშვილი, ნატო გაბუნია, მაკო საფაროვა-აბაშიძე, კოტე ყიფიანი, კოტე მესხი, ვალერიან გუნია), რომლებმაც ქართული თეატრალური ხელოვნება მაღალ დონეზე აიყვანეს.

ამ პერიოდში ქართულ თეატრსა და დრამატურგიაში განვითარდა გმირულ-რომანტიკული და რეალისტურ-კომედიური მიმართულებები. პარალელურად ქართული თეატრის რეპერტუარში დამკვიდრდა უცხოური კლასიკური დრამატურგიის ნიმუშები. ქართული თეატრის აღმავლობა ორი დიდი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელებს უკავშირდება. მათ ქართულ თეატრში განსაკუთრებული ეპოქა შექმნეს, რომელიც სასცენო ხელოვნების განვითარების მიმართულებებსა და ტენდენციებს დღესაც განაპირობებს.

ყველა ახალი ამბავი
0