09:28 27 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (692)
18720

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას ცნობილი მსახიობი დღეს თავადაც დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ცხოვრობს, ის საზოგადოების წინაშე 13 წელია არ გამოჩენილა.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახალხო არტისტს, კინოსა და თეატრის სახელგანთქმულ მსახიობს არიადნა შენგელაიას დღეს რუსთაველის კინოთეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

© photo: Sputnik /
არიადნა შენგელაია

არიადნა შენგელაიას შემოქმედებაში აღსანიშნავია კინოროლები: ტატიანა („ევგენი ონეგინი“, 1958), ეჟენი გრანდე („ეჟენი გრანდე“, 1960), მანოლი („ენგურის ნაპირებზე“, 1961), მარია („თეთრი ქარავანი“, 1964), ვერა შეინა („ძოწის სამაჯური“, 1964), ლოტა („ჯვარცმული კუნძლი“, 1968), კაროლინა („ფერენც ლისტი“, 1970), კაროლინა („მთვარის მოტაცება“, 1971), მარგალიტა („შერეკილები“, 1974) და სხვ. პარალელურად არიადნა შენგელაია გრიბოედოვის თეატრის მსახიობი იყო.

Ариадна Шенгелая в кинофильме Гранатовый браслет
© photo: Sputnik /
არიადნა შენგელაია

დღეს არიადნა შენგელაია იუბილარია. ცნობილ მსახიობს დაბადებიდან 83 წელი შეუსრულდა.

მართალია, არიადნა შენგელაია მრავალი წელია თბილისში ცხოვრობს, თუმცა არ უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამიტომაც იგი პუბლიკის წინაშე 2007 წლიდან არ გამოჩენილა.

მსახიობი 13-წლიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველად გამოჩნდა. ის საკუთარი ვარსკვლავის გახსნას დაესწრო.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში არიადნა შენგელაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

თემები:
საქართველო და კულტურა (692)

მთავარი თემები