Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მამაკაცებისთვის Hello Kitty-ს ჩანთებს Balenciaga რამდენიმე დღეში გამოუშვებს – ნახეთ ფოტო

© courtesy of Demna GvasaliaГрузинский дизайнер Демна Гвасалия
Грузинский дизайнер Демна Гвасалия - Sputnik საქართველო
გამოწერა
დემნა გვასალია ტრენდების ფუძემდებელია, ამიტომ მისი ულტრამოდური ნივთები მთელი მსოფლიოს მოდის მიმდევრების გარდერობებში ინახება.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ცნობილი მოდის სახლი Balenciaga, რომლის კრეატიული ხელმძღვანელიც დემნა გვასალიაა, ყველასთვის ცნობილი Hello Kitty-ს ინსპირაციით შექმნილ ჩანთებს გამოუშვებს.

ჩანთების გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია, ხოლო მათი ღირებულება 2590 ამერიკული დოლარი იქნება. მაღალი მოდის სახლის Balenciaga-ს მიერ შექმნილი Hello Kitty-ს ჩანთების გაყიდვა მსოფლიო მასშტაბით 27 იანვარს დაიწყება.

დემნა გვასალია ტრენდების ფუძემდებელია, ამიტომ მისი ულტრამოდური ნივთები მთელი მსოფლიოს მოდის მიმდევრების გარდერობებში ინახება. გვასალიას სტილმა, რომელსაც თავიდანვე მარგინალური და დამანგრეველი უწოდეს, მსოფლიოს მოდის წამყვანი გამოცემების ყურადღება მიიპყრო. დიზაინერი ატარებს ეპატაჟულ ჩვენებებს, რომლებსაც დიდი სიხარულით სტუმრობენ სახელოვანი სტუმრები.

დემნა გვასალია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად ის არის Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი. დემნას მიღებული აქვს პრემია CFDA (The Council of Fashion Designers of America) – „მოდის ოსკარი“, ხოლო მის ძმას გურამ გვასალიას Vetements-ის მარკის კომერციული მიღწევებისთვის – მოდის სამყაროში „საუკეთესო საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერის“ ჯილდო.

ყველა ახალი ამბავი
0