12:26 20 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1152)
85 0 0

ლევან გელბახიანი მთავარ როლს თამაშობს შვედურ-ქართულ დრამაში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced), რომელიც შვედეთმა „ოსკარზე“ წარადგინა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. მსახიობი ლევან გელბახიანი ბერლინის 70-ე კინოფესტივალის ახალგაზრდა ვარსკვლავის ათეულში მოხვდა. ინფორმაციას საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს „ევროპული კინოს პრომოუშენის” მიერ გამოქვეყნებულ სიაზე დაყდრნობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ მიიღო.

„21 წლის ასაკში იგი ფიზიკური ელეგანტურობისა და ფსიქოლოგიური სენსიტიურობის ოსტატია“, – კინოცენტრის განცხადებით, ასე ახასიათებს ჟიური ლევან გელბახიანს.

ბერლინალეს მსვლელობისას ლევან გელბახიანს მის უცხოელ კოლეგებთან ერთად შესაძლებლობა ექნება პირისპირ შეხვდეს კასტინგის წამყვან დირექტორებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს. 24 თებერვალს კი ახალგაზრდა მსახიობთა ათეულს ბერლინში „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს“ გადასცემენ. ღონისძიება „შემოქმედებითი ევროპის მედია პროგრამის“, ევროკავშირისა და „ევროპული კინოს პრომოუშენის“ წევრი ორგანიზაციების მხარდაჭერით იმართება. „ევროპული კინოს პრომოუშენი“ საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციას აერთიანებს. მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ლევან გელბახიანი მთავარ როლს თამაშობს შვედურ-ქართულ დრამაში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced), რომელიც შვედეთმა „ოსკარზე“ წარადგინა. ქართული წარმოშობის რეჟისორის ლევან აკინის ფილმი მოგვითხრობს ქართული ნაციონალური ანსამბლის გეი მოცეკვავის მერაბის ცხოვრებისა და მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.

ლევან აკინის ფილმის პრემიერა საქართველოში 2019 წლის 8 ნოემბერს გაიმართა, რასაც წინააღმდეგობა შეხვდა ქართული ნაციონალისტური ჯგუფებისგან. ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1152)

მთავარი თემები