07:03 26 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (690)
10611

არიადნა შენგელაია საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობია, რომელიც 13 იანვარს 83 წლის იუბილეს იზეიმებს.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახალხო არტისტს, კინოსა და თეატრის მსახიობს არიადნა შენგელაიას 13 იანვარს რუსთაველის კინოთეატრის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა, სწორედ ამ დღეს ზეიმობს მსახიობი 83 წლის იუბილეს. ამ დღეს გრიბოედოვის თეატრში მსახიობის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. 

არიადნა შენგელაია და მერაბ ელიოზიშვილი ფილმში თეთრი ქარავანი
© photo: Sputnik / გიორგი ტერ-ოვანესოვი
არიადნა შენგელაია და მერაბ ელიოზიშვილი ფილმში "თეთრი ქარავანი"

არიადნა შენგელაია მრავალი წელია თბილისში ცხოვრობს, თუმცა არ უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამიტომაც იგი პუბლიკის წინაშე 2007 წლიდან არ გამოჩენილა. 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოსალოდნელია, რომ შენგელაია საკუთარი ვარსკვლავის გახსნას დაესწრება. 

მაყურებელს  შესაძლებლობა ექნება ნახოს ფილმების ნაწყვეტები და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ვიდეო, რომელიც არიადნა შენგელაიას შემოქმედებას ეძღვნება.

„მიუხედავად იმისა, რომ არიადნა შენგელაია ქართული წარმოშობის არ არის, მის როლებს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას არიადნა შენგელაიამ გაიცნო ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია. დაქორწინების შემდეგ იგი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი, შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი ქართულ კინოში და 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.  

არიადნა შენგელაია
არიადნა შენგელაია

არიადნა შენგელაიას შემოქმედებაში აღსანიშნავია შემდეგი კინოროლები: ტატიანა („ევგენი ონეგინი“, 1958), ეჟენი გრანდე („ეჟენი გრანდე“, 1960), მანოლი („ენგურის ნაპირებზე“, 1961), მარია („თეთრი ქარავანი“, 1964), ვერა შეინა („ძოწის სამაჯური“, 1964), ლოტა („ჯვარცმული კუნძლი“, 1968), კაროლინა („ფერენც ლისტი“, 1970), კაროლინა („მთვარის მოტაცება“, 1971), მარგალიტა („შერეკილები“, 1974) და სხვ. პარალელურად არიადნა შენგელაია გრიბოედოვის თეატრის მსახიობი იყო.

თემები:
საქართველო და კულტურა (690)

მთავარი თემები