07:18 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (675)
73 0 0

კონცერტები, სპექტაკლები, გამოფენები, ფესტივალები – 2019 წელი არაჩვეულებრივად „მოსავლიანი“ იყო და ქართველ არტისტებს არაერთი ჯილდო მოუტანა.

მათ საქართველოზე მთელი მსოფლიო აალაპარაკეს. მათი გამარჯვებებისა და ბრწყინვალე გამოსვლების წყალობით ჩვენ სიხარულის, სიამაყისა და საკუთარი ძალების რწმენის დამატებითი საბაბი გაგვიჩნდა.

კონცერტები, სპექტაკლები, გამოფენები, ფესტივალები – 2019 წელი არაჩვეულებრივად „მოსავლიანი“ იყო და ქართველ არტისტებს არაერთი ჯილდო მოუტანა. ახალი წელი კი შესანიშნავი დროა შედეგების შესაჯამებლად. ერთად გავიხსენოთ ქართველი არტისტების მიღწევები და მათ მომავალშიც წარმატება ვუსურვოთ.

  • ნათია თოდუა

პოპულარული ქართველი მომღერალი ნათია თოდუა საერთაშორისო ფესტივალზე Music Video Underground Festival „თვის საუკეთესო სოლო არტისტის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა. როგორც წესი, თვის არტისტებს აშშ-ში, კალიფორნიაში ირჩევენ.

23 წლის ქართველმა მომღერალმა სახელი პოპულარული ვოკალური შოუს Voice-ის გერმანული ანალოგის მეშვიდე სეზონზე გამარჯვებით მოიხვეჭა. 26 ათას კანდიდატს შორის ნათია კონკურსის ფინალში მოხვდა და ხმათა 50,1%-ით გამარჯვება მოიპოვა. მას საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც მიულოცეს.  

ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს აფხაზეთში, გალში დაიბადა. გაიზარდა სოფელ ნაბაკევში, სკოლაც იქ დაამთავრა. თბილისში ნათია ცხოვრობდა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილ საერთო საცხოვრებელში. სწავლობდა ბიზნეს-ადმინისტრირებას თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში. 

  • ლევან გელბახიანი

2019 წელს არაერთი ჯილდო, მაყურებლის სიყვარული და აღიარება მოიპოვა ახალგაზრდა ქართველმა მსახიობმა ლევან გელბახიანმა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“. აღსანიშნავია, რომ ფილმი, რომელმაც ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, ლევანისთვის სადებიუტო ნამუშევარი იყო. 

 Леван Гелбахиани
მსახიობი ლევან გელბახიანი

მოცეკვავე მერაბის როლის შესრულებისთვის, რომელსაც ანსამბლში თავისი პარტნიორი ირაკლი შეუყვარდება, ლევანი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის დედაქალაქში გამართულ კინოფესტივალზე „საუკეთესო მსახიობის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა. ასევე აიღო ჯილდოები ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე, აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს კინოფესტივალზე და მინსკის კინოფესტივალზე „ფოთოლცვენა“.

  • ნინო კირთაძე

ქართველი რეჟისორი და მსახიობი ნინო კირთაძე ევროპის კინოაკადემიის European Film Awards პრემიის წამყვანი გახდა. დაჯილდოება ბერლინში 7 დეკემბერს გაიმართა. ამ პრემიას „ევროპულ ოსკარს“ უწოდებენ.

Нино Киртадзе
ნინო კირთაძე

დღეს ნინო კირთაძე ევროპაში აღიარებული რეჟისორია, ხუთჯერ აქვს მიღებული ფრანგული არტჰაუსის რეჟისორ-სცენარისტების გილდიის ჯილდოები, ოთხჯერ – საფრანგეთის ჯილდო „წლის საუკეთესო ფილმისთვის“, არის ადოლფ გრიმეს გერმანული ჯილდოს მფლობელი. ნინოს არაერთი პრიზი აქვს აღებული პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მათ შორის, „საუკეთესო რეჟისურისთვის“ აშშ-ში სანდენსის ფესტივალზე და ევროპული კინოაკადემიის „ოსკარი“.

კირთაძე არის ავტორი ფილმებისა: „ჩეჩნური იავნანა“, „ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე“, „მილსადენის მეზობლები“, „არ ისუნთქო“ და სხვ.

2019 წლიდან ნინო კირთაძე არის საქართველოს წარმომადგენელი ევროპის კინოს მხარდაჭერის ფონდ „ევრიმაჟში“ (Eurimages).

  • ირაკლი კვირიკაძე

რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ ახალგაზრდა და ნიჭიერი, მკვეთრად გამოხატული ჰოლივუდური გარეგნობის ქართველი მსახიობისთვის ირაკლი კვირიკაძისთვის ბედნიერ ათვლის წერტილად იქცა.

Иракли Квирикадзе
© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova
ირაკლი კვირიკაძე

2019 წელს მსახიობი ერთ-ერთ გადასაღებ მოედანზე შეხვდა ლეგენდარულ ენტონი ჰოპკინსს. ფილმი „ახლა - ყველაფერია“ (Now is Everything) ეკრანებზე 2020 წელს გამოვა, ჯერ კი ქსელში მისი პირველი ტრეილერების ნახვაა შესაძლებელი. ფილმის სცენარზე ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ ორგზის ნომინანტი დანტე სპინოტი მუშაობდა. მსახიობების იერსახეზე კი იზრუნა საუკეთესო კოსტიუმების ნომინაციაში „ოსკარის“ ოთხგზის გამარჯვებულმა კოლინ დანტემ. აი, ასეთი ვარსკვლავური შემადგენლობაა.

  • ნინო ანანიაშვილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელმა, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა პეკინის ცეკვის აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება (The Beijing Dance Academy - BDA) დაიმსახურა. 

Нина Ананиашвили
© photo: Sputnik / Sergey Guneev
ნინო ანანიაშვილი

ნინო ანანიაშვილი პეკინის ცეკვის აკადემიასთან 2012 წლიდან თანამშრომლობს. ახლახან პეკინში ვიზიტისას მან აკადემიის სტუდენტებს რამდენიმე მასტერ-კლასი ჩაუტარა. გარდა ამისა, პრიმა-ბალერინამ სტუდენტებისთვის ორი სპექტაკლი დადგა - ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და ფოკინის ბალეტი-სიუიტა „შოპენიანა“.

  • ალექსანდრე ზაზარაშვილი

ცამეტი წლის უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, რომელმაც ჯერ უკრაინის, შემდეგ ამერიკის, ბოლოს კი მთელი მსოფლიოს მსმენელს შეაყვარა თავი, ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა „საუკეთესო ვაჟი შემსრულებლები ბავშვთა ხმების ისტორიაში“ რეიტინგის ლიდერი.

ალექსანდრეს წარმატება უკრაინული მუსიკალური პროექტის „ხმა. ბავშვები“ მეხუთე სეზონში გამარჯვებით დაიწყო. მოზარდს მაშინვე უწოდეს „ქართველი რობერტინო ლორეტი“. ფინალში ალექსანდრემ ქართულად შეასრულა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ“ და პროექტში ფურორი მოახდინა. უკრაინის შემდეგ მისი ნიჭის შესახებ აშშ-შიც გაიგეს. ალექსანდრე წარმატებით გამოვიდა კარნეგი-ჰოლში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის სცენაზე და აშშ-ის კიდევ რამდენიმე ქალაქში გამართა კონცერტები.

  • თედო რეხვიაშვილი

ახალგაზრდა ქართველი მხატვარი თედო (თედორე) რეხვიაშვილი – ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის მეორეკურსელია. 2019 წლის აპრილში მან ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში Tribeca Ball ყოველწლიურ საქველმოქმედო მიღებაზე ფურორი მოახდინა.

Художник Тедо (Тедоре) Рехвиашвили
თედო (თედორე) რეხვიაშვილი

ღონისძიება ორგანიზებული იყო აკადემიის სხვადასხვა პროექტისთვის სახსრების მოსაგროვებლად. ტრადიციულად, მიღებას სტუმრობენ ცნობილი აუქციონის სახლების, ჟურნალების წარმომადგენლები, კულტურის კრიტიკოსები მთელი მსოფლიოდან, ასევე კოლექციონერები, დიზაინერები, მწერლები, მეწარმეები, მოდელები და ჰოლივუდის ვარსკვლავები. Tribeca Ball 2019-ის სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობები ნაომი უოტსი, ლივ შრაიბერი, სუპერმოდელები კოკო როშა, ანა ვიალიცინა, მოდელიორი დონა კარანი და სხვები.

  • ანიტა რაჭველიშვილი

მსოფლიო ოპერის ვარსკვლავმა, მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა მიიღო პრესტიჟული ჯილდო - German Record Critics' Award (გერმ. Preis der deutschen Schallplattenkritik), რომელსაც ყოველწლიურად გადასცემენ გამოჩენილ შემსრულებლებს გერმანელი მუსიკის კრიტიკოსები.

ანიტა რაჭველიშვილის დაჯილდოების ცერემონია ამსტერდამში, ჰოლანდიის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. ჯილდო პირველი სოლო ალბომისთვის Anita, რომელიც კომპანია Sony Classical-მა 2018 წელს გამოუშვა, მომღერალს გადასცა კრიტიკოსმა მანუელ ბრიუგემ. ალბომის ჩანაწერში ანიტა რაჭველიშვილს აკომპანირებას უწევდა იტალიის რადიოს ნაციონალური სიმფონიური ორკესტრი ჯაკომო საგრიპანტის დირიჟორობით.

  • ნინო ხარატიშვილი

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა მწერალმა და დრამატურგმა ნინო ხარატიშვილმა პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა – იგი შილერის პრემიის ლაურეატი გახდა. მწერალს შილერის მემორიალური პრიზი და ფულადი ჯილდო – 25 ათასი ევრო 14 ნოემბერს გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გადასცეს. ხარატიშვილი პირველი ქართველი მწერალი ქალია, რომელმაც შილერის პრემია დაიმსახურა.

Грузинская писательница и драматург Нино Харатишвили
ნინო ხარატიშვილი

ნინო ხარატიშვილი 1983 წელს თბილისში დაიბადა. სწავლობდა კინორეჟისორობას, შემდეგ კი ჰამბურგში თეატრალური რეჟისორის სპეციალობას ეუფლებოდა. როგორც პიესების ავტორმა და გერმანულ-ქართული თეატრალური დასის ხელმძღვანელმა, ადრიდანვე მიიქცია ყურადღება. 2010 წელს ხარატიშვილი გახდა ადელბერტ ფონ შამისოს სახელობის პრემიის ლაურეატი. ამ პრემიას გადასცემენ ავტორებს, რომლებიც გერმანულად თხზავენ და რომელთა შემოქმედებაზეც კულტურული გარემოს ცვალებადობა აისახება. 

თემები:
საქართველო და კულტურა (675)

მთავარი თემები