ქართულ ფილმ „შინდისს“ ბრედ პიტი და მარტინ სკორსეზე შეაფასებენ

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიბრედ პიტი
ბრედ პიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოლივუდის ვარსკვლავები იმ ფესტივალის საპატიო სტუმრები იქნებიან, რომელზეც წარმატებულ ქართულ ფილმ „შინდისს“ აჩვენებენ.

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. დიტო ცინცაძის ფილმი „შინდისი“ სანტა-ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო ფილმების ნუსხაში მოხვდა.

Santa Barbara International Film Festival – ცნობილი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალია. წელს რიგით 35-ე ფესტივალი 15-25 იანვარს გაიმართება.

კინოკამერა - Sputnik საქართველო
ქართული კინოს მორიგი გამარჯვება – „შინდისის" რეჟისორი ჰოლივუდში დააჯილდოეს

ფესტივალი ყოველწლიურად მასპინძლობს გამოჩენილ კინემატოგრაფისტებს და თავს წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციად, რომლის მისიაც ხარისხიანი დამოუკიდებელი კინოს წარმოჩენაა.

წელს კინოფესტივალის ჟიურის წევრები და საპატიო სტუმრები იქნებიან მარტინ სკორსეზე, ბრედ პიტი, ლორა დერნი, რენე ზელვეგერი. კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მათ სპეციალური ჯილდოები გადაეცემა.

ფილმი „შინდისი" მოგვითხრობს სოფლის ისტორიას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომი გადაიტანა. ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიას და დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება.

გრან-პრი! ქართული ფილმი „შინდისი“ ვარშავის კინოფესტივალის გამარჯვებულია>>

ფილმის რეჟისორს უკვე მიღებული აქვს პრიზი ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე „საუკეთესო რეჟისორის" ნომინაციაში, ხოლო თავად ფილმმა ამავე ფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა „საერთაშორისო კონკურსის" კატეგორიაში.

დიმიტრი ცინცაძეს ფილმისთვის „შინდისი“ ჰოლივუდში „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში გამართულ აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდოც გადასცეს.

ყველა ახალი ამბავი
0