ბიძინა ივანიშვილი ეროვნული კულტურის შესახებ ნაშრომის პრეზენტაციას ესწრება - ვიდეო

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის NOVA SCIENCE-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსსა და მისი მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნით

თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ფონდ „ქართუს“ დამდუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციას ესწრება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი მართავს.

ნაშრომის პრეზენტაციას ასევე ესწრებიან ამერიკული საგამომცემლო სახლის NOVA SCIENCE-ის წარმომადგენელი ნადია გოცირიძე-კოლუმბუსი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საგანმანათლებლო წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.

„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ – უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კვლევას წარმოადგენს. ნაშრომის მესამე ტომი  1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკის და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს აერთიანებს.

ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერთა აქციაზე - Sputnik საქართველო
„მტკიცედ მჯერა“ - ივანიშვილმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა

წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის NOVA SCIENCE-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსსა და მისი მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნით. მათ 2010 წელს ამ იდეის განხორციელება სთხოვეს ეთნომუსიკოსს და ლოტბარს ანზორ ერქომაიშვილს და გამოცემის ხარჯი თავად უზრუნველყვეს.

პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ფინანსურად უზრუნველყო პროექტის მომზადება, რაც გულისხმობდა საძიებო სამუშაოების შესრულებას, ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალის აღდგენა-გასუფთავებას, ორიგინალური მასალების დამზადებას, ნაშრომების შექმნას, რედაქტირებას, ინგლისურ ენაზე თარგმნას და სხვ.

 

ყველა ახალი ამბავი
0