19:26 19 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7728
  • 100 RUB4.1220
  • USD3.2186
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული ახალი წელი (29)
114 0 0

ზესტაფონში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს – გაიმართა კონცერტი და ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ზესტაფონში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში გიგანტური ზომის გოზინაყი დაამზადეს, იუწყება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია.

ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს.

საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული გიგანტური გოზინაყის დაგემოვნების საშუალება ყველა მსურველს ჰქონდა. ზესტაფონის მერია ღია ცის ქვეშ შეკრებილებს ასევე ფელამუშით გაუმასპინძლდა.

ცენტრალურ მოედანზე პავილიონებში ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. პავილიონები ქალაქში ძველით ახალ წლამდე დარჩება.

საახალწლო ღონისძიებებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძეც ესწრებოდა.

„ცენტრალურ მოედანზე დღეს უამრავი ადამიანი შეიკრიბა და ყველამ ერთად საზეიმო ვითარებაში ავანთეთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ზესტაფონის მერია წელს პირველად გიგანტური გოზინაყით გაუმასპინძლდა ყველას. გვქონდა სხვა სიურპრიზებიც. მინდა დამდეგი შობა–ახალი წელი მივულოცო ჩემს თანაქალაქელებს და სრულიად საქართველოს. მშვიდობის, კეთილდღეობის, წარმატებების მომტანი ყოფილიყოს“, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში კონცერტი გაიმართა კულტურისა და შემოქმედების ცენტრშიც, სადაც მონაწილეობას კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური კოლექტივები იღებდნენ.

თემები:
ქართული ახალი წელი (29)

მთავარი თემები