ლელა ანჯაფარიძის ლიტერატურული ჩანახატები მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა

© Sputnik / Shota Nozadzeლელა ანჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში
ლელა ანჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მე, ჯემალიკო, გალიჩკა, ზურიკო, ალბარა და...“ – კრებულის თითოეულ ჩანახატში იგრძნობა თბილისის განსაკუთრებული კოლორიტი და ადამიანური ურთიერთობების უნიკალურობა.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. ქალი, რომელიც ცოცხლობს თავისი საყვარელი თბილისით და ირგვლივ მყოფთ საოცარ სინათლეს ჩუქნის – ასეთი სიტყვებით იხსენებდნენ გუშინ პოეტს, მხატვარს, კოლუმნისტს, მათემატიკოსსა და დიპლომატს ლელა ანჯაფარიძეს მისი ჩანახატების პირველი კრებულის „მე, ჯემალიკო, გალიჩკა, ზურიკო, ალბარა და...“ პრეზენტაციაზე.

ქალბატონი ლელა 2019 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ის მხოლოდ 58 წლის იყო...

„ძალიან ძნელია იმუშაო წიგნზე, როდესაც მისი ავტორი უკვე ცოცხალი აღარაა. ლელა ისეთი საოცარი ადამიანი იყო, იმსახურებს იმას, რომ მისი აზრები წიგნის ფურცლებზე გადავიტანოთ. ჯერჯერობით ეს პირველი კრებულია, ჩვენ აუცილებლად გამოვუშვებთ დანარჩენებს. არ მინდა წინასწარ ლაპარაკი, მაგრამ, სულ მცირე, შვიდი კრებული გამოვა“, – განაცხადა წიგნის რედაქტორმა ზაურ ნაჭყებიამ.

© Sputnik / Shota Nozadzeლელა ანჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში
ლელა ანჯაფარიძის ლიტერატურული ჩანახატები მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა - Sputnik საქართველო
ლელა ანჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში

პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

პირველ კრებულში შევიდა ლელას პუბლიკაციები სოციალურ ქსელებში 2019 წლის თებერვალ-ოქტომბრის პერიოდიდან.

თითოეულ ჩანახატში იგრძნობა თბილისის განსაკუთრებული კოლორიტი, ადამიანური ურთიერთობების უნიკალურობა და ძველი ქალაქის ნოსტალგია. წიგნი გამოქვეყნდა „ლელა ანჯაფარიძის ფონდის“ სახსრებით.

© Sputnik / Shota Nozadzeლელა ანჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში
ლელა ანჯაფარიძის ლიტერატურული ჩანახატები მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა - Sputnik საქართველო
ლელა ანჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში

ლელას ქალიშვილის ნინა გაბუნია-ანჯაფარიძის თქმით, ფონდს საქველმოქმედო ხასიათი ექნება. წიგნების გამოცემის შემდეგ ის დაიწყებს იმ ბავშვების დახმარებას, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ და სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.

„ჩვენ ვგეგმავთ ცალკე გამოვუშვათ დედის ლექსების კრებული, ცალკე – მისი ნახატების. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვეხმარებოდა წიგნის გამოცემაში, ვინც დღეს ამ დარბაზში მოვიდა და ვინც ვერ მოვიდა ამა თუ იმ მიზეზის გამო. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ემიგრანტებს“, – თქვა ნინამ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

© Sputnik / Shota Nozadzeლელა ანჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში
ლელა ანჯაფარიძის ლიტერატურული ჩანახატები მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა - Sputnik საქართველო
ლელა ანჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში

ორი წლის განმავლობაში ლელა ანჯაფარიძე იყო „Sputnik-საქართველოს“ ავტორი და მის რუბრიკას ერქვა „ძალიან დილა მშვიდობისა!“

ლელა დაიბადა 1963 წლის 23 ივლისს თეატრის რეჟისორის ჯემალ ანჯაფარიძის ოჯახში. მისი ბიძა იყო ცნობილი ქართველი მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე. ლელამ ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, მუშაობდა საქართველოს საელჩოებში რუსეთსა და თურქეთში.

ყველა ახალი ამბავი
0