საქართველოში დიდ გალაკტიონს გაიხსენებენ

© photo: Sputnik / Levan Avlabreli გალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრებულმა „არტისტული ყვავილები" შეუფასებელი როლი ითამაშა მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიაში და ითვლება ყველა დროის საუკეთესო ქართულ პოეტურ კრებულად.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ქართველი საკულტო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის პოეტური კრებულის „არტისტული ყვავილების" გამოსვლიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მუსიკალურ-პოეტური საღამო მწერალთა სახლში ოთხშაბათს, 25 დეკემბერს გაიმართება.

გალაკტიონ ტაბიძე - Sputnik საქართველო
გალაკტიონის გარდაცვალება-ქართველმა მხატვარმა პოეტის სიცოცხლის ბოლო წუთებზე ანიმაცია შექმნა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კრებულში შესული ლექსების ხელნაწერები (გიორგი ლეონიძის ლიტერატურის მუზეუმის ფონდებიდან). ყველა ხელნაწერი გაკაკტიონის მიერაა შესრულებული.

საღამოზე თითოეულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება „არტისტული ყვავილებიდან" თავისი საყვარელი ლექსი წაიკითხოს. რუბრიკა „ღია მიკროფონის" წამყვანი პოპულარული ქართველი პოეტი და მთარგმნელი შოთა იათაშვილი იქნება.

„გალაკტიონ ტაბიძემ თავისი ცნობილი კრებული 1919 წელს გამოსცა. ამ წიგნმა შეუფასებელი როლი ითამაშა მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიაში და ითვლება ყველა დროის საუკეთესო ქართულ პოეტურ კრებულად", – აღნიშნავენ საღამოს ორგანიზატორები.

საღამოს დასასრულ მუსიკოსები ნიკა მაჩაიძე და ნატალია ბერიძე პუბლიკისთვის გალაკტიონის ლექსებზე შექმნილ კომპოზიციებს შეასრულებენ.

საღამო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება, დასაწყისი – 19:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0