Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ცნობილი გახდა, ვინ იბრძოლებს ფინალში „ევროვიზია 2020“-ზე გასამგზავრებლად

© photo: Georgian Idol /FBსაქართველოს ვარსკვლავი
საქართველოს ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„​საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული საქართველოს 2020 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი არხის ეთერში მუსიკალური მეგაპროექტის „საქართველოს ვარსკვლავის“ ნახევარფინალი გაიმართა. კონცერტის ბოლოს გაირკვა „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტების ვინაობა, რომლებიც 31 დეკემბერს გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

„საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტები გახდნენ თორნიკე ყიფიანი, ბარბარე სამხარაძე, თამარ კაკალაშვილი და მარიამ გოგიბერიძე. ისინი კონკურსის მთავარი პრიზისთვის – „ევროვიზიის“ საგზურისთვის იბრძოლებენ. ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა ნახევარფინალში დავით რუსაძემ დააგროვა და ის პროექტს გამოეთიშა.

კონკურსის ჟიურის წევრები არიან თინათინ ბერძენიშვილი – ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედია-მართვის კომიტეტის წარმომადგენელი, „პირველი არხის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, „პირველი არხის“ მუსიკალური პროდიუსერი; დავით ალადაშვილი – პიანისტი; ნათია თოდუა – მომღერალი.

„​საქართველოს ვარსკვლავის“ გამოსავლენად ხმის მიცემის წესი შემდეგია: მხარი დაუჭირეთ თქვენს ფავორიტ კონკურსანტს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, დაურეკეთ კუთვნილ ნომერზე მაქსიმუმ ოცჯერ, თითო ზარის ღირებულება 80 თეთრია. ასევე ხმის მისაცემად „ფეისბუქზე“ უნდა მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური გვერდი, შეხვიდეთ შეტყობინებაში და მონაწილეთა გრაფაში ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს. „ფეისბუქზე“ ხმის მიცემა შესაძლებელია ყოველდღე, ექვს საათში ერთხელ. „ფეისბუქზე“ ხმის მიცემა უფასოა.

მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ ამერიკული American Idol-ის და ბრიტანული Pop Idol-ის ქართული ანალოგია. „​საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ქვეყანას 2020 წელს „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე წარადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0