18:33 03 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6420
  • 100 RUB4.1573
  • USD3.0721
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (47)
305 0 0

მსოფლიო ვარსკვლავებმა არაერთხელ მოირგეს დიზაინერის სამოსი, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობა მას მზის სათვალეებმა - „ლისიჩკებმა“ მოუტანა

თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. ცნობილი მომღერალი ბილი აილიში ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას მზის შავი სათვალით გამოჩნდა.

აილიში George Keburia-ს ბრენდის სათვალით გამოჩნდა პოპულარულ Youtube-შოუზე Carpool. 18 წლის მომღერლის ფოტო გიორგი ქებურიამ Faceboook-ზე გააზიარა.

აღსანიშნავია, რომ ბილი აილიში ქართველი დიზაინერის სათვალეს პირველად არ ირგებს. ის რამდენჯერმე გამოჩნდა ახალგაზრდა დიზაინერ დავით ფაფიაშვილის სათვალით, რომელიც ბრენდ Davidsnow-ს დამფუძნებელია.

რაც შეეხება გიორგი ქებურიას, ის ძალიან პოპულარულია უცხოელ არტისტებს შორის. მსოფლიო ვარსკვლავებმა არაერთხელ შეაჩერეს არჩევანი გიორგი ქებურიას ტანისამოსზე: მსახიობი ლინდსი ლოჰანი და მომღერალი ლედი გაგა ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის ტანისამოსში ბრწყინავდნენ. ამასთან, ქებურიამ ცნობადობა მოიპოვა მზის სათვალე – „ლისიჩკებით", რომელიც ჰიტად იქცა არა მარტო თბილისში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. სათვალე მოიწონეს დებს ჰადიდებს და კარდაშიანებს, ასევე პამელა ანდერსონს და სხვ.

მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში მსოფლიოში ცნობილმა მოდელმა კლაუდია შიფერმაც და ჟურნალ Vogue-ის მთავარმა რედაქტორმა ანა ვინტურიმ და Vogue-ის დირექტორმა ემანუელ ფარნეტიმ შეაფასეს ქებურიას შემოქმედება.

გიორგი ქებურია — თვითნასწავლი დიზაინერია. დაიბადა 1990 წელს თბილისში. 2010 წელს თავისი პირველი მხიარული და სიურრეალისტური კოლექცია წარმოადგინა და თბილისის მოდის კვირეულზე „საუკეთესო ახალბედას" ჯილდო მიიღო.

თემები:
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (47)

მთავარი თემები