თბილისში მწერალ ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა გაიმართება

© Photo: Nino Haratischwili / FBნინო ხარატიშვილი
ნინო ხარატიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მწერლის შეხვედრა მკითხველთან და მისი შემოქმედების მოყვარულებთან საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების 200 წლისთავს მიეძღვნება.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. გერმანიაში მცხოვრებ ცნობილ მწერალთან და დრამატურგთან ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 23 დეკემბერს გაიმართება, აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

ღონისძიებაზე წარმოადგენენ ნინო ხარატიშვილის გახმაურებულ რომანს „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)", რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი დაესწრება.

თეატრი „ტალია - Sputnik საქართველო
„კატა და გენერალი": ნინო ხარატიშვილის გახმაურებული რომანი გერმანულ სცენაზე დაიდგმება

„გიგა ზედანია ისაუბრებს წიგნის ისტორიულ კონტექსტზე და თითქოსდა გამქრალ, დავიწყებულ საქართველოს წარსულზე, რომელიც ნინო ხარატიშვილმა ასე ოსტატურად გააცოცხლა ერთი ქართული ოჯახის სულისშემძვრელი ცხოვრების მაგალითზე, თითქმის ასწლიანი ქრონიკით", – წერენ ორგანიზატორები.

მწერლის შეხვედრა მკითხველთან და მისი შემოქმედების მოყვარულებთან საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების 200 წლისთავს მიეძღვნება, რომელთა განმტკიცებაში ხარატიშვილს თავისი ნაწარმოებებით დიდი წვლილი მიუძღვის. ნინო ხარატიშვილს ასევე უშუალო დამოკიდებულება აქვს ევროპისთვის საქართველოს ისტორიის გაცნობაში.

წიგნები - Sputnik საქართველო
ბერტოლდ ბრეხტის ლიტერატურული პრემია ნინო ხარატიშვილს ერგო

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ღონისძიები ორგანიზატორი არიან გამომცემლობა „ინტელექტი" და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი.

ნინო ხარატიშვილი 1983 წელს დაიბადა თბილისში. სწავლობდა კინორეჟისურას, შემდეგ კი თეატრალურ რეჟისურას ჰამბურგში. მისი პირველი წიგნი Der Cousin und Bekina 2002 წელს გამოიცა. ამ დროისათვის არის გეტინგენის თეატრის მუდმივი ავტორი. 2018 წელს მიენიჭა ბერტოლდ ბრეხტის პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია რომანისთვის „მერვე სიცოცხლე".

ხარატიშვილის ცნობილი რომანებია „ჟუჟა", „ჩემი ნაზი ტყუპისცალი", „ბარბარა" და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0