04:54 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (855)
58 0 0

ვენაში გამართულ საღამოზე მუსიკალური ნაწარმოებები ავსტრიაში მოღვაწე ქართველმა მომღერლებმა და მუსიკოსებმა შეასრულეს

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. ვენის ერთ-ერთ ყველაზე დიად ტაძარში, მინორიტების ეკლესიაში გაიმართა ტრადიციული საშობაო კონცერტი, რომელიც წელს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა, ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

ყანჩელის გარდაცვალებას მთელი მსოფლიოდან ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან >>

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ საღამოზე კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები ავსტრიაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა შეასრულეს. მათ შორის იყვნენ პიანისტი ქეთევან სეფაშვილი, კომპოზიტორი და პიანისტი გიორგი კაჩინსკი, ფლეიტისტი თემურ ხარშილაძე და სოპრანო მადინა კარბელი.

კონცერტს ესწრებოდნენ ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ავსტრიის სამთავრობო სტრუქტურებისა და კულტურულ-სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

საზეიმო საღამო ავსტრიაში საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ გახსნა. დიპლომატმა საქართველოს მუსიკალური ტრადიციების მრავალფეროვნება აღნიშნა და გია ყანჩელის შემოქმედებაზე ისაუბრა.

ელჩმა სტუმრებს შეახსენა კულტურის სფეროში არსებული პროექტები, რომლებიც საელჩომ 2019 წელს განახორციელა და ამ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მდიდარი ისტორიის შესახებ ისაუბრა.

მაესტრო ყანჩელი

„სიჩუმის მაესტრო" გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ. სტურუასთან ერთად მუშაობდა სპექტაკლებზე „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „ჰამლეტი" და სხვ.

მაესტროს ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა.

თემები:
საქართველო და კულტურა (855)

მთავარი თემები