08:20 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (47)
204 0 0

საერთაშორისო დონის კიდევ ერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის სამოსით გაიბრწყინა

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელი მოდელი და ტელეწამყვანი კრისი ტაიგენი „ელენ დეჯენერესის“ შოუში ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის კაბით გამოჩნდა.

კახა კალაძეს ორი და ჰყავს - ნახეთ როგორ გამოიყურება ანუკი არეშიძის მული >>

კრისი ტაიგენმა მოირგო Anouki-ს ბრენდის შავი მოკლე კაბა ღია მხრებით და „ტალღებიანი“ სახელოებით. ვარსკვლავს კაბა შესანიშნავად მოერგო. მოდელმა ასევე ბრჭყვიალა ფეხსაცმელი მოიხდინა.

კრისის ჩაცმულობაზე იზრუნა სტილისტმა მონიკა როუზმა, რომელმაც ანუკი არეშიძის ბრენდის შესახებ შეიტყო მოდის რიელტორ TATA-LA-სგან, რომელიც ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს უცხოელ მოდის მოყვარულებს სთავაზობს. სწორედ მან აზიარა ბევრი უცხოელი ვარსკვლავი ქართული დიზაინის სამყაროს.

შოუზე კრისი ტაიგენი წამყვან ელენთან ერთად მაყურებლებს საშობაო საჩუქრებს ურიგებდა.

არეშიძე თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლეა. მას უკვე მთელ მსოფლიოში იცნობენ. მისი კოლექციების ჩვენებები მიმდინარეობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა BVLGARI, FURLA, LAURA STRAMBI და სხვ.

ანუკი არეშიძე საკუთარი ბრენდის დამფუძნებელია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცნობენ. პირველი პირადი კოლექცია მსოფლიოში ცნობილი სუპერმოდელის ირინა შეიკის მონაწილეობით არეშიძემ 2013 წელს კიევში წარადგინა. მას შემდეგ მისი შოუს დროს დარბაზი სავსეა, ხოლო კოლექციები იყიდება მონობუტიკებში თბილისსა და ბათუმში, ასევე მის ონლაინ-მაღაზიაში.

ანუკი არეშიძის სამოსით უკვე გამოჩნდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორიცაა ლედი გაგა, ქელო კარდაშიანი, ჯესი ჯეი და სხვ.

თემები:
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (47)

მთავარი თემები