ქართული საბალეტო დასი ესპანეთში გასტროლებზე მიემგზავრება

© photo: State Ballet Of Georgia / FBქართული საბალეტო დასი
ქართული საბალეტო დასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული საბალეტო დასი ესპანეთის შვიდ ქალაქში წარადგენს თავის საუკეთესო დადგმებს – „მაკნატუნას", „ლაურენსიას", „ფასკუნჯს", „შოპენიანას".

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი 13 დეკემბერს ესპანეთის ქალაქებში საგასტროლოდ მიემგზავრება, აღნიშნულია თეატრის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ნინო ანანიაშვილი რეპეტიციაზე - Sputnik საქართველო
ნინო ანანიაშვილი პეკინის ცეკვის აკადემიის საპატიო პროფესორი გახდა

ქართული დასი სპექტაკლებს ესპანეთის შვიდ ქალაქში წარადგენს. ეს ქალაქებია: ლოგრონიო, სან-სებასტიანი, ბარბასტრო, სარაგოსა, ტერასა, მანრესა და ვალენსია.

ესპანელი მაყურებელი იხილავს თბილისის თეატრის საუკეთესო საბალეტო დადგმებს: „მაკნატუნა", „ლაურენსია", „ფასკუნჯი", „შოპენიანა". გასტროლები 28 დეკემბერს დასრულდება.

საბალეტო დასი ჩინეთის ქალაქებში წარმატებული გასტროლებიდან ერთი კვირის წინ დაბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0