10:36 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (968)
583 0 0

სულ უფრო ცოტა დრო რჩება იმ დღემდე, როდესაც ცეკვების შოუს გამარჯვებული მთავარ პრიზს - ბინას მიიღებს. პარალელურად ვნებათაღელვაც იზრდება

თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. შვიდგზის სიყვარული და ვნება ცეკვებში - ასეთი სანახაობა წარუდგინეს მაყურებელს შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ კონკურსანტებმა. ამჯერად ჟიურის მოწვეული სტუმარი იყო ცნობილი ქართველი ბალერინა ირმა ნიორაძე.

„Sputnik-საქართველომ“, ტრადიციულად, თავი მოუყარა 5 ყველაზე ვნებიან და ეფექტურ გამოსვლას.

ლირიკული პასოდობლე

დავით თარგამაძემ და ჯულიანა ბარგნარმა უჩვეულო პასოდობლე იცეკვეს. უმეტესობა მიჩვეულია ამ ტემპერამენტიანი ესპანური ცეკვის შესრულებას ძალიან ცოცხალი და ვნებიანი მუსიკის ფონზე, თუმცა ამჯერად ყველაფერი პირიქით იყო.

კონკურსანტებმა იცეკვეს ლირიკულ კომპოზიციაზე, თუმცა გამოსვლა მაინც ემოციურად დაასრულეს: სცენაზე „წვიმა წამოვიდა“.

ცეცხლოვანი სამბა

ჟიურის წევრების მოწონება დაიმსახურა ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა - ანა ვასაძისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილმა, რომელმაც სამბა შეასრულა. 

შექების გარდა, მათ შენიშვნებიც მიიღეს, განსაკუთრებით ირაკლი მაქაცარიასგან, რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად წყვილის ლიდერობისა, მაინც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგნენ.

ენერგიული ჯაივი

ჟიურიმ დადებითად შეაფასა ასევე გია ფერაძე და ვერკა ჯაჯანიძე. მათ სწრაფად და მოქნილად იცეკვეს ჯაივი.

ხოაკინ კორტესმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ასეთი სიმაღლის ადამიანისთვის (გია ფერაძე 190 სმ-ია) სწრაფად მოძრაობა ძალიან რთულია და მაყურებელმა ეს უნდა იცოდეს.

ოქროს ტანგო

მომდევნო ჩვენს სიაში მაგდალენა ჯოხაძისა და ლევან ახვლედიანი

ს წყვილია. წყვილმა მაყურებელი არა მხოლოდ კარგად შესრულებული ტანგოთი, არამედ „ოქროს ეშვების“ დეკორაციებითაც გააოცა.

 

თავად მაგდალენაც „მოოქროვილი“ იყო. რაც შეეხება შენიშვნებს, ჟიურიმ აღნიშნა, რომ კონკურსანტმა მოახერხა ტანგოს გათავისება და ხასიათის გადმოცემა.

ჰაეროვანი ფოქსტროტი

საოცრად ნაზი, ჰაეროვანი ფოქსტროტი შეასრულეს მახო გარსევანიშვილმა და ირა კვიტინსკაიამ. წყვილმა ზუკა ხუციშვილის სიმღერაზე „მიმღერე რამე“ იცეკვა. მაგრამ მიუხედავად დადებითი შეფასებისა, კონკურსანტებს შოუს დატოვება არასაკმარისი ხმების გამო მოუწიათ.

შოუში ლამაზი ნომრები შეასრულეს ასევე ნოდარ სიმსივემ თავის პარტნიორ მზია ორველაშვილთან, ასევე ნათია ჩარკვიანმა და იაკობ ყუფუნიამ. შოუს გამარჯვებული მიიღებს ბინას თბილისში.

თემები:
საქართველო და კულტურა (968)

მთავარი თემები