„წინანდლის“ პრემიის ლაურეატები ქვეყნის რეგიონებში გაემგზავრებიან

© courtesy of Tsinandali Award„წინანდლის“ პრემიის ლოგო
„წინანდლის“ პრემიის ლოგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
 „წინანდლის“ პრემიის ახალი ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია დღეს საღამოს Youth Art Palace-ში გაიმართება

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. „წინანდლის“ პრემიის ლაურეატები, რომელთა დაჯილდოების ცერემონია დღეს საღამოს Youth Art Palace-ში (რუსთაველის 6) გაიმართება, ახალ წელს საქართველოს რეგიონებში გაემგზავრებიან, რათა მოსახლეობას საკუთარი პროექტები გააცნონ, იუწყებიან ორგანიზატორები Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

ნომინაციაში „თეატრალური ხელოვნება" პრემიის ლაურეატები გახდნენ გეგა გაგნიძე, თათა თავდიშვილი და ალექსანდრე კალანდაძე. კატეგორიაში „კინოხელოვნება" გაიმარჯვეს მიხეილ ანთაძემ, პეტრე თომაძემ და გიორგი წერეთელმა.

დასახელდნენ ლიტერატურული პრემია „საბას" ლაურეატები >>

ნომინაციაში „მხატვრული ლიტერატურა" ჯილდო პროზაში გადაეცათ მწერლებს ბექა ადამაშვილს, დათო ბადალაშვილს და ილია ჭანტურიას, ხოლო პოეზიაში – პოეტებს ერეკლე დეისაძეს, ნინი ელიაშვილსა და ნინა სამხარაძეს.

ნომინაციაში „მუსიკალური ხელოვნება" პრემია გადაეცათ მუსიკოსებს გიორგი გიგაშვილს, სანდრო ნებიერიძეს და ანა ყიფიანს, „სახვით ხელოვნებაში" კი ქეთა გავაშელს, ანდრია დოლიძეს, ლადო ლომიტაშვილს და მიხეილ სულაკაურს.

რაც შეეხება მეცნიერებას, კატეგორიაში „ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები" გაიმარჯვეს ანა გოგოლაშვილმა, გრიგოლ დიდიძემ და ნათია სამსონიძემ, „ჰუმანიტარულ მეცნიერებებში" კი ოთარ გაბუნიამ, ანა დოლიძემ და თეონა ლომსაძემ.

გიორგი შველიძე - Sputnik საქართველო
ქართველი ოპერატორი ამერიკული კინოაკადემიის წევრი გახდა

პრემიის დაარსების იდეა 1998 წელს წამოიჭრა წინანდალში ახალგაზრდა მხატვრების სემინარზე, რაც 1999 წელს განხორციელდა კიდეც. „წინანდლის პრემიის" მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედებითი მოღვაწეების პოპულარიზაცია, წახალისება და მხარდაჭერა.

დაჯილდოების პირველი ცერემონია იმავე წელს გაიმართა „თეატრალურ სარდაფში" პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას პატრონაჟით.

პრემიის ლაურეატები სხვადასხვა დროს იყვნენ: პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, მწერალი ლაშა ბუღაძე, მსახიობი ნინო კასრაძე, მომღერალი ნატო მეტონიძე და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0