18:48 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (74)
96 0 0

ცნობილი მსახიობის გურანდა გაბუნიასთვის და გამოჩენილი კომპოზიტორის გია ყანჩელისთვის ეს ფილმი ბოლო აღმოჩნდა. ისინი პრემიერას ვერ მოესწრნენ.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორის ლანა ღოღობერიძის ახალი დრამა „ოქროს ძაფი" საქართველოს კინოთეატრებში 12 დეკემბრიდან გამოდის, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის Facebook-გვერდზე.

90 წლის ლანა ღოღობერიძის ფილმმა ერთ გადასაღებ მოედანზე შეკრიბა ქართული კინოს ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არიან გურანდა გაბუნია, ზურაბ ყიფშიძე, ნანა ჯორჯაძე.

მუსიკა ფილმისთვის გამოჩენილმა კომპოზიტორმა და რეჟისორის მეგობარმა გია ყანჩელმა დაწერა. ამ ფილმზე მუშაობა უკანასკნელი აღმოჩნდა ყანჩელისთვის და გურანდა გაბუნიასთვის, ორივე მოუთმენლად ელოდებოდა ფილმის პრემიერას, მაგრამ ამას ვერ მოესწრნენ. გაბუნია თებერვალში, ხოლო ყანჩელი ოქტომბერში გარდაიცვალა.

„შეიძლება ორი ადამიანი ცხოვრობდეს ერთად, ერთმანეთის გვერდით, მაგრამ იმის გამო, რომ რაღაც პრინციპები ამოძრავებთ, ერთმანეთს ვერ გაუგონ. და ერთი დაიღუპოს და მერე მიხვდეს მეორე, რომ თურმე შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო", – აღნიშნა რეჟისორმა თავისი ფილმის შესახებ.

ფილმის მთავარი გმირი 80 წლის მწერალი ელენეა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ოთხ კედელშია გამოკეტილი. მისი ცხოვრება შორეული ნათესავის მირანდას გამოჩენით იცვლება. მირანდას ალცჰაიმერის დაავადება აქვს. როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს მან შეუშალა ხელი ელენეს ერთ-ერთი წიგნის გამოსვლას. დაძაბულობა ურთიერთობებში პიკს ქალების ძველი მეგობრის არჩილის ზარის დროს აღწევს, რომლის მიმართ ისინი გულგრილი არ იყვნენ.

ლანა ღოღობერიძე: თუკი რაიმეთი საინტერესო ვართ მსოფლიოსთვის ეს ჩვენი ხასიათია>>

„ოქროს ძაფის" პრემიერა თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა. როგორც კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომლებმაც ფილმი დიდი აღფრთოვანებით მიიღეს, სურათში საუბარია ასაკოვანი ადამიანების პრობლემებზე – მნიშვნელოვან თემაზე, რომელზეც დღევანდელ ქართულ კინემატოგრაფიაში იშვიათად თუ საუბრობენ.

თემები:
ქართული კინო (74)

მთავარი თემები