09:12 08 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4551
  • 100 RUB4.2058
  • USD3.1748
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (770)
66 0 0

საქართველოს სტენდი ევროსაბჭოს საშობაო გამოფენაზე დამთვალიერებელს ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს, ტურისტულ პოტენციალს, მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას აცნობს

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სტრასბურგში ევროსაბჭოს მთავარ ოფისში გაიხსნა ტრადიციული საშობაო გამოფენა–გაყიდვა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი. ქართული სტენდის ფოტოები გამოქვეყნებულია „საქართველოს დიპლომატიური მისიების“ Facebook-გვერდზე. 

საპატიო სტუმრის სტატუსი უკავშირდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში საქართველოს თავმჯდომარეობას, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე გასტანს.

გამოფენის გახსნას ქართული ცეკვის გარეშე არ ჩაუვლია. სტუმრებს ცეკვები ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა სოფო ირმაშვილმა და მარიამ შუბითიძემ წარუდგინეს.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილია სარეკლამო პროდუქცია, რომელიც ქვეყნის იმიჯის ამაღლებას ისახავს მიზნად. ესაა მრავალრიცხოვანი ბროშურები, პლაკატები, ბუკლეტები, წიგნაკები, რომლებიც სტუმრებს საქართველოს პოტენციალს, უნიკალურ კულტურასა და ანბანს აცნობს.

ცალკე ბუკლეტებია დაბეჭდილი საქართველოზე, როგორც მეღვინეობის სამშობლოზე. ყველა სტუმარს ჩუქნიან საქართველოში დამზადებულ ჩანთებს შესაბამისი ლოგოტიპით.

საშობაო გამოფენა 13 დეკემბრამდე გასტანს. ის ევროპის საბჭოს ორ შენობაში იმართება. პირველ კვირას გამოფენა ევროსაბჭოს მთავარ შენობაში – ევროპის სასახლეში ჩატარდება, მეორე საგამოფენო კვირა კი „აგორას“ შენობაში.

ევროპის სასახლისგან განსხვავებით, რომელიც 1977 წელს ფრანგი არქიტექტორ ანრი ბერნარის მიერაა აგებული, „აგორა“ შედარებით ახალი შენობაა. აშენებულია 2008 წელს არქიტექტურული ბიუროს Art and Build (ბრიუსელი) და Denu et Paradon (სტრასბურგი) პროექტით.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების საერთაშორისო პროფესიულ გამოფენაზე (MIPIM) „აგორა“ აღიარეს შენობად, რომელიც ეკოლოგიის თანამედროვე მოთხოვნებს შეესატყვისება.

საქართველო მონაწილეობს ასევე ტრადიციულ საშობაო გამოფენაში, რომელიც სტრასბურგის მთავარ მოედანზე იმართება.

თემები:
საქართველო და კულტურა (770)

მთავარი თემები