Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მის მსოფლიოზე“ შეფასების კიდევ ერთი კრიტერიუმი დაემატა-როგორ მივცეთ ხმა ნინი გოგიჩაიშვილს

© Photo: Nini Gogichaishvili / FBნინი გოგიჩაიშვილი
ნინი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონას სიმაღლე 173 სმ-ია, მისი პარამეტრებია 88-60-88. აშკარაა, რომ გოგიჩაიშვილს გამარჯვების დიდი შანსი აქვს. მისი პარამეტრებით სამოდელო სფეროს საერთაშორისო ჟიური უკვე არაერთხელ დაინტერესდა

თბილისი,  3 დეკემბერი  — Sputnik. 14 დეკემბერს, ლონდონში გაიმართება სილამაზის კონკურსი მის მსოფლიო 2019 (Miss World 2019), სადაც საქართველოს სახელით მონაწილეობს ნინი გოგიჩაიშვილი.

ნინი გოგიჩაიშვილის წარდგენა - Sputnik საქართველო
ნინი გოგიჩაიშვილის კლიპი, რომლითაც „მის მსოფლიოზე“ წარდგება – ვიდეო

სილამაზის კონკურსზე მონაწილეთა შეფასების კიდევ ერთი კრიტერიუმი დაემატა. ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით MobStar, რომელიც „მის მსოფლიოს” პარტნიორია. იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროთ საქართველოს წარმომადგენელს, საჭიროა აღნიშნული აპლიკაციის გადმოწერა/დარეგისტრირება, კონკურსანტი ნინი გოგიჩაიშვილის საძიებო ველში ჩაწერა (Nini Gogichaishvili) მისი სურათების მოწონება და კომენტარის დაწერა, რაც თითო ხმას მოიცავს.

კონკურსმა „მის მსოფლიო“ კონკურსანტების შეფასების კიდევ ერთი ახალი მექანიზმი შეიმუშავა, რომელიც ონლაინმხარდაჭერას გულისხმობს. 14 დეკემბრამდე არის შესაძლებელი, რომ „მის მსოფლიოს“ ოფიციალურ გვერდზე (https://missworld.com/#/sign_up) დარეგისტრირდეთ და 24 საათში ერთხელ მისცეთ ხმა. ხმის მიცემა გრძელდება 14 დეკემბრის ჩათვლით.

ნინი ტელეწამყვანის ამპლუაში მოდელი GDS-ის გადაცემა „ბინა 18“-ში გამოჩნდა. მას შემდეგ ნინის გარშემო განვითარებული მოვლენები და კარიერული მისწრაფებები ყველა დაინტერესებულმა კარგად იცის. ამას ისიც განაპირობებს, რომ ულამაზესი და დახვეწილი მოდელი სოციალურ ქსელში გამორჩეული „ინფლუენსერია“, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ ინტერესი მუდამ იზრდება. ნინის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 66 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-9 სეზონში თაყვანისმცემლებს ნინის ხილვისა და მისი ცეკვით აღფრთოვანების შანსიც აქვთ. მაგრამ რამდენიმე ხანია ვარსკვლავი ტელეეკრანებზე, კერძოდ, ტელეკომპანია „იმედის“ რეიტინგულ გადაცემაში აღარ ჩანს.

ნინის გაუჩინარების მიზეზი მის „საქართველო 2018“-ში გამარჯვება და „მის მსოფლიოზე“ გამგზავრება გახდა. ცნობილი ოჯახის პოპულარულმა წევრმა ლონდონის ცენტრიდან რამდენიმე ულამაზესი ფოტო გამოაქვეყნა. ნინის ვიზუალითა და სურათებით აღტაცებული თაყვანისმცემლები ემოციებს ვერ მალავენ. გოგონას სიმაღლე 173 სმ-ია, მისი პარამეტრებია 88-60-88. აშკარაა, რომ გოგიჩაიშვილს გამარჯვების დიდი შანსი აქვს. მისი პარამეტრებით სამოდელო სფეროს საერთაშორისო ჟიური უკვე არაერთხელ დაინტერესდა.

„მის საქართველო 2018“-მა 26 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღნიშნა. დაბადების დღეზე უამრავ მილოცვასა და კეთილ სურვილებთან ერთად ნინი გოგიჩაიშვილმა არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი მიიღო. ნინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულია. გოგონა ირჩევს ცხოვრების აქტიურ რიტმს და ურთიერთობას ადამიანებთან, ვისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გოგიჩაიშვილი თავს შრომისმოყვარე პიროვნებად მიიჩნევს და მისთვის წარმატების ფორმულა არის სწორედ შრომისმოყვარეობა და საკუთარ თავზე მუშაობა.

„მის საქართველო-2018“-ის ტიტულისთვის თბილისიდან, რუსთავიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, წყალტუბოდან და სოფელ ოკრიბადან სულ 14 კონკურსანტი იბრძოდა.

ყველა ახალი ამბავი
0