Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მამაჩემი ყველაზე ამაყი იქნებოდა“ – რაჭველის მუსიკა ევროპაში ჭადრაკის ოფიციალური ჰიმნია

© Photo: Nikoloz Rachveli / FBნიკოლოზ რაჭველი
ნიკოლოზ რაჭველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ რაჭველი – ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტია.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ქართველი კომპოზიტორისა და დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის მიერ დაწერილი მუსიკა ევროპის საბჭომ ჭადრაკის ევროპის ოფიციალურ ჰიმნად დაამტკიცა.

როგორც კომპოზიტორი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ჰიმნის დაწერა მოუწევდა.

მისი თქმით, ჭადრაკის ევროპის საბჭომ მისი მუსიკა 2017 წელს დაამტკიცა სპორტის ამ ისტორიული სახეობის ევროპის ოფიციალურ ჰიმნად, ამ მუსიკის შესრულებისას კი მის თვალწინ მონაკოში ფეხზე იდგნენ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდები (მათ შორის იუდიტ პოლგარი, გარი კასპაროვი, ჩვენი უდიდესი ქალბატონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, ჩემპიონები, დიდოსტატები, არბიტრები, მონაკოს სამეფო ოჯახის, მთავრობისა და შემოქმედებითი საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები).

ნიკოლოზ რაჭველი – ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი. 2001 წელს მას გადაეცა კულტურის სამინისტროს პრემია, 2012 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

ყველა ახალი ამბავი
0