10:08 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
ბენდი Georgian Six

ბენდი The Georgian Six კვიპროსში კონცერტს გამართავს

photo: The Georgian Six / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (600)
36 0 0

ქართული კულტურის ფესტივალი კვიპროსში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მეოთხედ ტარდება და იგი მაესტრო გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. კვიპროსში ქართული კულტურის ფესტივალის (Annual Georgian Culture Festival in Cyprus) ფარგლებში ბენდი The Georgian Six 10 დეკემბერს გამოვა, ნათქვამია ბენდის Facebook-გვერდზე.

ქართული კულტურის ფესტივალი კვიპროსში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მეოთხედ ტარდება. წელს იგი ქალაქ პაფოსში ჩატარდება და მაესტრო გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.

კვიპროსში ქართული კულტურის ფესტივალი პირველად 2016 წელს გაიმართა. ლიმასოლსა და ნიქოზიაში ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები" და ანსამბლი „ქართული ხმები" წარდგნენ.

ბენდი The Georgian Six ხშირად წარადგენს საქართველოს საერთაშორისო ღონისძიებებში. სულ ახლახან, 6-8 ნოემბერს მუსიკოსები სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის (The World Forum for Democracy 2019) ფარგლებში გამოვიდნენ.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსის ხელისუფლება მხარს უჭერს ქვეყანაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას. 2019 წლის მარტში ქალაქ ლიმასოლში, ქალაქ ნიქოზიის შემდეგ, რიგით მეორე საკვირაო სკოლა გაიხსნა.

თემები:
საქართველო და კულტურა (600)

მთავარი თემები