23:23 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (940)
34 0 0

ყანჩელის მუსიკის გარდა, პროგრამაში არვო პიარტის, ალფრედ შნიტკეს და მიქაელ ტარივერდიევის ნაწარმოებები შევიდა

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვში წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Advent იხსნება კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტით „ჩუმი ლოცვა“.

„ფესტივალი გაიხსნება გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტით - დიდი კომპოზიტორისა და ადამიანის, რომელსაც მსოფლიო წელს გამოეთხოვა. ყანჩელის მუსიკის გარდა, პროგრამა ასევე მოიცავს მისი თანამედროვეების - არვო პიარტის, ალფრედ შნიტკეს და მიქაელ ტარივერდიევის ნაწარმოებებს, კომპოზიტორების, რომლებმაც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მსმენელთა რამდენიმე თაობა დაიპყრეს”, - იუწყებიან ფესტივალის პრესსამსახურში.

გია ყანჩელს დაწერილი აქვს მუსიკა ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ. აგრეთვე ის წერდა სასულიერო მუსიკას. კონცერტზე აჟღერდება მისი „ჩუმი ლოცვა“ ვიოლინოსთვის, ვიოლონჩელისთვის, ვიბრაფონისთვის, ხმისა და კამერული ორკესტრისთვის.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მადრიდის წმინდა მიქაელის პაპის კაპელის ორგანისტი დანიელ სალვადორი, სოპრანო ლუდმილა მიხაილოვა, ვიოლონჩელისტი ალექსანდრ გულინი და მევიოლინე კონსტანტინ კაზნაჩეევი.

„სიჩუმის მაესტრო" გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

თემები:
საქართველო და კულტურა (940)

მთავარი თემები