22:58 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
18230

უცხოეთში მცხოვრები ორი ქართველი ვარსკვლავი – მომღერალი და მევიოლინე თბილისს ეწვივნენ ალბომის ჩასაწერად.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო დონის ორი ქართველი ვარსკვლავი − მომღერალი ქეთი მელუა და მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი თბილისში ჩამოვიდნენ ალბომის ჩასაწერად. ამის შესახებ ლიზა ბათიაშვილი წერს საკუთარ გვერდზე  Facebook-ში.

ქეთი მელუა თბილისში ბრიტანეთიდან ჩამოვიდა, სადაც ის ცხოვრობს და მოღვაწეობს, ხოლო ლიზა ბათიაშვილი − გერმანიიდან. 

„მოვიდა დრო, გაგიმხილოთ საიდუმლო... ეს მშვენიერი და ნიჭიერი მუსიკოსი ჩემი ახალი ალბომის სტუმარი იქნება“, − დაწერა ლიზამ ქეთის შესახებ საკუთარ პოსტში.

იქვე მან მადლობა გადაუხადა თავის „სუპერგმირს“, კომპოზიტორსა და დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველს, რომელმაც „დაუჯერებელი“ მუსიკა შექმნა მისი ალბომისთვის. 

აღსანიშნავია, რომ თბილისში ქართველმა ვარსკვლავებმა გაიცნეს ათი წლის კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი ცოტნე ზედგინიძე, რომელსაც უკვე უწოდეს პატარა მოცარტი. 

ქეთი მელუამ და ლიზა ბათიაშვილმა ასევე მოინახულეს კომპოზიტორ გია ყანჩელის საფლავი, რომელიც მიმდინარე წელს გარდაიცვალა.  

„ეს განსაკუთრებული დღეა, იმ ადგილის მონახულება, სადაც გია ყანჩელი განისვენებს. საფლავი ყვავილებითაა სავსე“, − დაწერა მელუამ სოციალურ ქსელში.

ლიზა ბათიაშვილი 1979 წელს დაიბადა თბილისში, მუსიკოსების ოჯახში. 1991 წელს გერმანიაში გადასახლდა ოჯახთან ერთად. სწავლობდა ჰამბურგის მუსიკალურ სკოლაში. 1995 წელს გაიმარჯვა ჟან სიბელიუსის სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსში. არის ბეთჰოვენის ფესტივალის ლაურეატი — ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი, BBC-ს პროგრამა New Generation Artists-ის გამარჯვებული; უკრავს კელნის, ლოს-ანჯელესის, სანქტ-პეტერბურგის, პარიზის, ლონდონის, ბოსტონის, ფილადელფიისა და ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრებთან.

 

მთავარი თემები