19:48 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1933)
72 0 0

წელს საიუბილეო კინოფესტივალი დიტო ცინცაძის ფილმ „შინდისით“ გაიხსნება. შემდგომ დღეებში კი მაყურებელი სხვა ფილმებს – თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტს“, გიგიშა აბაშიძის „მეზობლებს“...

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ახალი ქართული კინოს ფესტივალი, რომელიც მეთხუთმეტედ ტარდება კიევში 22-27 ნოემბერს, ლეგენდარული კომპოზიტორის გია ყანჩელისა და ასევე შინდისის გმირების ხსოვნას ეძღვნება იგივე სახელწოდების ფილმიდან, რომელიც „ოსკარზეა“ წარდგენილი, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

კინოჩვენება უკრაინული საზოგადოების თანამედროვე ქართულ კინემატოგრაფთან გაცნობას ემსახურება. 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“ და უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“, რომელთაც მხარს უჭერს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და ასევე უკრაინაში საქართველოს საელჩო.

წელს საიუბილეო კინოფესტივალი დიტო ცინცაძის ფილმ „შინდისით“ გაიხსნება. შემდგომ დღეებში კი მაყურებელი იხილავს სხვა ფილმებს – თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტს“, გიგიშა აბაშიძის „მეზობლებს“, ნინო ჟვანიას „აღლუმს“, მარიამ ხაჭვანის „დედეს“ და სხვ.

აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება თეო ჯორბენაძის დოკუმენტური სურათი „სევდის ანგელოზები“, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

ფესტივალის სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, ცნობილი რეჟისორები და მსახიობები, საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიური მისიების, ასევე საზოგადოებრივი და კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კიევის გარდა კინოფესტივალი ტარდება სხვა ქალაქებშიც – დნეპრში, ხარკოვში, ოდესაში, ლვოვსა და ხერსონში.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1933)

მთავარი თემები